დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს - სამინისტრო

3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს - სამინისტრო

23-10-2023 09:30:39

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო რეგიონული „3+3“ ფორმატის შეხვადრაში, რომელიც თეირანში 23 ოქტომბერს იმართება მონაწილეობას არ მიიღებს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანას არასოდეს მიუღია მონაწილეობა ამ ფორმატის შეხვედრებში.

ირანის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით მეორე შეხვედრაზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების სფეროებში. 

პირველი შეხვედრა „3+3“ ფორმატში 2021 წლის დეკემბერში მოსკოვში საქართველოს მონაწილეობის გარეშე გაიმართა. შეხვედრაში აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა.

მაშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები