ცესკოს-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.
„ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:
- „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 3 950 0.191
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 225 680 10.923
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 209 137 10.122
- „ევროპელი დემოკრატები“ 8 036 0.389
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 50 463 2.442
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 181 424 8.781
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია 15 057 0.729
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1 866 0.09
- „შეცვალე საქართველო“ 12 565 0.608
- „საქართველო“ 2 775 0.134
- თავისუფალი საქართველო 4 149 0.201
- ტრიბუნა 2 487 0.12
- „ჩვენ“ 2 595 0.126
- „გახარია საქართველოსთვის“ 160 354 7.761
- „მემარცხენე ალიანსი“ 1 388 0.067
- ქართველ ერთობა 4 503 0.218
- „გირჩი“ 62 217 3.011
- ქართული ოცნება 1 117 480 54.086“
უახლესი