დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
29 ოქტომბერს, თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

29 ოქტომბერს, თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

28-10-2023 20:14:40

29 ოქტომბერს, თბილისში, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით,  სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო  და  საერთაშორისო ორგანიზაცია  (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ESN, AIESEC,  და სხვა.), რომელთაც აქვთ სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის. ისინი  წარმოადგენენ  სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას.

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)   

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა.

გამოფენა სასტუმრო Courtyard Marriott-ში (თავისუფლების მოედანი #4) 12:00-17:00 საათზე გაიმართება. 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები