დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
26 აგვისტოს, ტყუპების საღვინე სახლში ფერადი Pool Party გაიმართება

26 აგვისტოს, ტყუპების საღვინე სახლში ფერადი Pool Party გაიმართება

25-08-2023 22:25:36

26 აგვისტოს, ტყუპების საღვინე სახლში ფერადი Pool Party გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს ელოდებათ ბევრი გართობა, კოქტეილები და DJ.
შეთავაზების ღირებულება: 2 პერსონა - 245 ლარი სასტუმროში განთავსებით
დასაჯავშნად უნდა დარეკოთ ნომერზე +995 595 226 404

მისამართი: Twins Wine House- ნაფარეული, თელავი

ტყუპების საღვინე სახლი 1997 წელს ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა შექმნეს. 

გია და გელა გამტკიცულაშვილებს სამეცნიერო დონეზე აქვთ შესწავლილი ქვევრისა და ქვევრის ღვინის წარმოება. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელზე არაერთი ჯილდო და

აღიარება ირიცხება. კომპანიის მთავარი ნიშა ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოა. 

დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი წელიწადში დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს და მომხმარებელს რჩეული ჯიშებით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს სთავაზობს. ჩვენი ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ტურისტული კომპლექსი

გარდა ღვინის წარმოებისა, „ტყუპების საღვინე სახლი” სასტუმროს კომპლექსსაც აერთიანებს. ის მოიცავს თანამედროვე ნომრებს, ქვევრისა და ღვინის მუზეუმს, ღია და დახურული ტუპის მარნებს, ღია აუზსა და საუნას, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს, სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. კომპლექსი მუდამ ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები