დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლისთვის დუბაიში და აბუ დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები გაიხსნება

2025 წლისთვის დუბაიში და აბუ დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები გაიხსნება

27-03-2024 19:00:00

2025 წლისთვის დუბაიში და აბუ დაბიში მფრინავი ტაქსებისთვის პირველი „ვერტიკალური“ აეროპორტები (ვერტიპორტები) გაიხსნება.

აეროპორტების მშენებლობას საჰაერო ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Archer ავიამომსახურების ოპერატორ Falcon Aviation-თან თანამშრომლობით განახორციელებს.

საჰაერო ტაქსი Midnight, პილოტირებული ოთხადგილიანი ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია კომპანია Archer-ის მიერ შეიქმნა სწრაფი ფრენებისთვის. საჰაერო ტაქსი იმუშავებს დუბაისა და აბუ დაბის ვერტიპორტებს შორის.

როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროების გამოცემები აღნიშნავენ, ინოვაციის წყალობით მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება: მანქანით 60-90 წუთიანი მგზავრობის ნაცვლად, ელექტრო ავიატაქსით მგზავრობა 10-30 წუთში იქნება შესაძლებელი.

ისინი გვპირდებიან, რომ ფრენები იქნება არა მხოლოდ უსაფრთხო, დაბალი ხმაურით, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები