2025 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებას სურსათის ბანკი დაიწყებს. ქვეყანაში სურსათის ბანკის პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მისი მთავარი მიზანი საქართველოში საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებაა.
ცნობილია, რომ პირველი ბანკი წყალტუბოსა და თბილისში გაიხსნება.
დეტალების გასაგებად Business Insider Georgia FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსს ჯუბა მარუაშვილს ესაუბრა.
- სურსათის დანაკარგების და ნარჩენების შემცირებაზე FAO-მ ევროკავშირის მხარდაჭერით მუშაობა დაახლოებით 5 წლის უკან დაიწყო და აქ მთავარი იყო ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის თვალსაზრისით და ასევ, მეორეს მხრივ მოგვეძებნა, როგორც პრევენციის მექანიზმები, ასევე შემოგვეტანა გადანაწილების შესაძლებლობები, რომ როდესაც ჭარბი უვნებელი სურსათი გროვდება დახლებზე, ჰორეკა სექტორში თუ სხვაგან, მათთვის შემოგვეტანა ის მექანიზმი, რომელიც ევროპის ქვეყნებში წარმატებით მუშაობს. აქედან გამომდინარე დავინახეთ, რომ ისეთი მექანიზმი, როგორიც არის სურსათის ბანკი ევროპის ქვეყნებში წარმატებით ოპერირებს და მუშაობს. შესაბამისად დავინახეთ, რომ იმისათვის სრულყოფილად განხორციელებულიყო პროცესი, როგორც დანაკარგებისა და ნარჩენების მიმართულებით, ისე გადანაწილების მიმართულებით, ამისათვის საჭირო იყოს კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩო. იმისათვის, რომ დონაცია, რომელიც იბეგრებოდა, ანუ თუ კი შეწირულობაში ჩაეშვებოდაპროდუქტი აუცილებლად უნდა გადაეხადა ბიზნეს ოპერატორს ღირებულების 18%-ი დღგ-ს სახით. ამიტომ გარკვეული შემაფერხებელი მექანიზმები არსებობდა კანონში და FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით დაინფიცირდა კანონი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ. კანონი დამტკიცდა 2023 წლის ოქტომბერში. ამის გარდა, ჩვენი მხარდაჭერით მომზადდა კანონქვემდებარე აქტები, რაც გულისხმობს სურსათის ბანკის ავტორიზაციის წესს. იმიტომ, რომ სურსათის ბანკის დაფუძნება ქაოტურად არ შეიძლება. ასეთი დონაციის მექანიზმის შესაქმნელად აუცილებელია დონაციის გავლა, რათა სურსათის ბანკები დაექვემდებაროს ინსპექტირებას. ანუ გაიწერა სერტიფიცირების წესი და ასევე სურსათის გადანაწილების წესი, თუ როგორც უნდა მოხდეს სურსათის ბანკში თავმოყრილი სურსათის გადანაწილება მოსახლეობის იმ ფენებზე, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. ჩვენ ყველაფერი მოვამზადეთ იმისათვის, რომ სურსათის ბანკი უკვე პრაქტიკაში ჩაეშვას. რამდენადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩეხურ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ და ასევე წითელ ჯვართან, რა განახლებულ ინფორმაციასაც მათგან ვიღებთ ახლა მიმდინარეობს სწორედ პირველი სურსათის ბანკის დაფუძნების პროცესი. უშუალოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს თბილისსა და წყალტუბოში, სადაც უკვე 2024 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი იქნება, რომ რითეილსექტორიდან შებრუნებული პროდუქცია დასაწყობდეს და შემდეგ გადანაწილდეს საჭიროებისამებრ.
- როგორია დღეს თავად კერძო სექტორის მხრიდან ჩართულობაზე ინტერესი და ზოგადად რა მოლოდინები და გათვლები გაქვთ ამ მიმართულებით?
- ყველა კონსულტაციისას, თუ შეხვედრისას რითეილთან, იკვეთება, რომ არის მზაობა და მხარდაჭერა მათი მხრიდან. მზაობა არის მათ შორის ჰორეკა სექტორის მხრიდანაც. აქედან გამომდინარე კერძო სექტორის მზაობა და პოზიტიური დამოკიდებულება სახეზე გაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ამიერიდან მათ აღარ ექნებათ შემზღუდავი ბარიერი, რომ ჭარბი ჭარბი პროდუქტი სურსათის ბანკს გადასცენ. კანონის მიხედვით 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დონაცია განთავისუფლდება, როგორც დღგ-სგან, ასევე ბიზნეს ოპერატორი განთავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ამიტომ, გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე უკვე არის და ძალაში შევა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სურსათის ბანკიც უკვე საოპერაციოდ იქნება მომზადებული.
- თქვენ თვით, რომ როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ბაზარი მოვიკვლიეთ თუ რა მდგომარეობაა სურსათის დანაკარგების კუთხითო. რა შედეგები დაიდო, რა მოცულობის საკვები პროდუქტი მიდის ნაგავსაყრელებზე?
- გლობალურადაც ამ თვალსაზრისით საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. წარმოებული სურსათის მესამედი იყრება, ნადგურდება, ფუჭდება. საქართველოშიც წლიური მაჩვენებელი, რომელიც სურსათის დანაკარგის სახით წარმოიქმნა ეს არის დაახლოებით 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი, რომელიც აღმოჩნდა ნაგავსაყრელზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ ის გადაიქცა გამოუსადეგარ პროდუქტად, არადა მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება, გადარჩენა და მოხმარება შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ტიპის მექანიზმების შემთხვევაში. ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ჭარბი სურსათი, რომელიც უვნებელი, მაგრამ ჭარბად რჩება დახლზე და შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო უბრალოდ იყრება, მათ შორის წამახალისებელი მექანიზმების არარსებობის გამო, რომელიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოვიკვლიეთ არსებული მდგომარეობა, დავინახეთ, რომ არასახარბიელო მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით საქართველოში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთიანობაში შეგვექმნა სისტემა, საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერილი. ამ ყველაფრის მიზანი კი არის, რომ შემცირდეს სურსათის ნარჩენის წარმოქმნა, ეს იქნება პირველად წარმოებაში თუ რითეილის დახლებზე. მეორეს მხრივ, რამდენადაც დანაკარგების და ნარჩენების სრულად პრევენცია არ არის, მოხდეს მათი გადანაწილება მოსახლეობის იმ ფენებზე, ვისთანაც ამის საჭიროება დგას.
- ბატონო ჯუბა თქვენ ახსენეთ რითეილი, ჰორეკა სექტორი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კიდევ არიან ბიზნეს ოპერატორები. აი მაგალითად ავიღოთ საკონდიტრო საწარმო, სადაც შეიძლება ცნობისას დაზიანდა პროდუქტი, ის საკბენად აბსოლუტურად უვნებელია, მაგრამ კომპანიას ის გაყიდვაში არ შეაქვს, თუნდაც გაფუჭებული დიზაინის გამო. ამ მიმართულებით თუ განიხილება ასეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობა?
- თუ სურვილი აქვთ, მათ უნდა გაიარონ ავტორიზაცია და ისინიც შეძლებენ პროექტში ჩართვას.
- ანუ მთლიანად ბიზნეს სუბიექტების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები?
- რა თქმა უნდა. სურსათის ბანკის ფუნქცია იქნება, რომ მაქსიმალურად გააფართოოს ეს წრე ანუ მომწოდებლები და შესაბამისად სურსათის ბიზნეს ოპერატორთან თანამშრომლობაზეადამოკიდებული. ამას არ აქვს იძულებითი ფორმა და ყველაფერი ნებაყოფლობითია. არის ევროპის ქვეყნებში, მაგალითად სურსათის გადაყრაზე საჯარიმო სანქციები. საქართველოში ასე არ არის და სწორედ ამიტომ მივედით იმ ფორმულამდე, რომ პირიქით მოგვეხსნა შემზღუდავი ბარიერები დონაციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თავად კერძო სექტორი გამოხატავდა მზაობას. თუმცა არსებობდა ჩამკეტი მექანიზმები. როდესაც იცი, რომ დღგ უნდა გადაიხადო იმ პროდუქტში, რაც დონაციაში უნდა წავიდეს, შესაძლოა არც იყო დაინტერესებული და მას ურჩევნია, რომ ეს პროდუქტი განადგურებაზე გაიტანოს და გარემოს მოსაკრებელი გადაიხადოს, რომელიც შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ტიპის ბიზნეს ოპერატორებსაც ვეთანამშრომლებით და თუ გაივლიან რეგისტრაციას სურსათის უვნებლობის სააგენტოში, მათაც შეეძლებათ ჩაერთონ სურსათის მიწოდების ჯაჭვში.
- რომ წარმომადგენინოთ და ჩვენს მკითხველსაც აუხსნათ, სურსათის ბანკი ეს იქნება საწყობივითტერიტორია, სადაც ჭარბი სურსათის დაგროვება, დახარისხება მოხდება?
- წარმოიდგინეთ ეს არის სასაწყობე სივრცე, რომელიც თავიდან ბოლომდე ექვემდებარება ჰასპისმოთხოვნებს. სურსათის ბანკმა უნდა დაიცვას ტაროზე სურსათის განთავსების წესი და პირობები. აქედან გამომდინარე სურსათის ბანკსაც აქვს წაყენებული მოთხოვნა, რომ დაიცვას ყველანაირი სტანდარტი და უზრუნველყოს დონაციაში ჩაშვებული პროდუქტის უვნებლობის დაცვა.
- ვინ იქნებიან საბოლოო მომხმარებლები, ან რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება სურსათის ბანში შეგროვილი პროდუქციის განკარგვა?
- აქ საუბარი არ არის, რაიმე ქაოტურ გადანაწილებაზე. აქ გაკეთდება კალათა, სადაც სურსათის კატეგორიებიდან გამომდინარე მოხვდება კარტოფილი, ხილი, მყარი შეფუთული პროდუქტი და ასე შემდეგ. ანუ კეთდება რაციონები ერთ პერსონაზე. ამ კალათაში იქნება განთავსებული სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი. რაც შეეხება თავად ბენეფიციარებს, საპილოტე პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ბენეფიციართა რაოდენობა, ამავე დროს სოციალურად დაუცველთა სიებზე ხდება დაყრდნობა და რამდენად საპილოტე პროცესში, წყალტუბოზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და წითელ ჯვართან ერთად განსაზღვრულია საბოლოო ბენეფიციარები.
- პირველი ბანკი წყალტუბოში იქნება და შემდეგ გაიხსნება თბილისში?
- პირველი ბანკი იქნება წყალტუბოში, ასევე თბილისში და შემდეგ უკვე მოხდება მისი რეპლიკაციასხვა რეგიონებში. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სურსათის ასეთი ტიპის დონაცია საქართველოსთვის სიახლეა. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა დავინახოთ რა ტიპის გამოწვევები იქნება და როგორ მივალთ საბოლოო მიზნამდე. დავაკვირდებით თუ სად რა ხარვეზი და გაუმჯობესების სივრცეები იქნება და შემდგომ უკვე ბუნებრივია მოხდება პროცესის გაუმჯობესება და დაგეგმვა.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება