დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - მარიამ ქვრივიშვილი

16-07-2024 14:07:00

2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან - ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან. 

„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე. ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.  მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვ. 

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს, მისი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან  საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებიღ 10%-იანი მატებაა. საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ საფრანგეთი (30.3%), გერმანია  (24.3%), გაერთიანებული სამეფო  (16.3%.) მიმდინარე წლის ამავე პერიოდში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან  42,905  საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  38.8%-ით მეტია. 

რაც შეეხება ავიაციის სექტორს, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 20%-ი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები