დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლიდან ჩვენს ქსელში, კომპანიის ნაწარმი და ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია სრულად იქნება ხელმისაწვდომი  - ნოვა

2024 წლიდან ჩვენს ქსელში, კომპანიის ნაწარმი და ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია სრულად იქნება ხელმისაწვდომი - ნოვა

18-11-2023 14:39:17

სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 2024 წელს გაფართოებას ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-ს „ნოვას“ ბრენდის განვითარების მენეჯერმა ნატა დეკანოსიძემ განუცხადა, ახალი ობიექტები ისეთ რეგიონებში გაიხსნება, სადაც „ნოვა“ ამ დროისთვის წარმოდგენილი არ არის. 

„დღეისათვის „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 7 დიდ ქალაქში - ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, ხაშური, გორი, თელავი, მარნეული.

„ნოვა“ საცალო მიმართულება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს და გაიხსნა 4 ახალი ფილიალი.

„2024 წლიდან „ნოვას“ საცალო მიმართულების გაფართოება, ამჯერად, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება და კომპანიის ნაწარმი და ექსკლუზიური ბრენდების პროდუქცია სრულად იქნება ხელმისაწვდომი კიდევ რამდენიმე ახალ რეგიონში“,- აცხადებს კომპანიის ბრენდის განვითარების მენეჯერი.   

როგორც „ნოვას“ წარმომადგენელი განმარტავს, 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, მას შემდეგ რაც კომპანიამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო, გაყიდვების 65%-იანი ზრდა ფიქსირდება და აღნიშნული მაჩვენებლები მოიცავს გაყიდვების ყველა არხს.

„მხოლოდ საცალო მიმართულებით გაყიდვების ზრდის ციფრები გაცილებით დიდია და ყოველწლიურად იზრდება“,- აცხადებს ნატა დეკანოსიძე. 

„ნოვას“, რომელიც სამშენებლო პროდუქციის იმპორტიორია, აქვს საკუთარი წარმოებაც.

„ნაწარმი პროდუქციის რეალიზაცია კომპანიის საერთო გაყიდვების ჭრილში დაახლოებით 50%-ს შეადგენს.  2023 წელს „ნოვას“ წარმოებას სამი ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატა: უნიკალური საწარმოო რესურსის მქონე შავი ლითონის საწარმო, სადაც მზადდება მართკუთხა, კვადრატული და მრგვალი მილები, ასევე, შავი ლითონის სწორი ფურცლები.

XPS-ის (საიზოლაციო მასალების) საწარმო, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში.

წებო-ცემენტების საწარმო - სადაც იქმნება„ ნოვას“ ბრენდის ქვეშ გამოშვებული წებო-ცემენტები და ასევე, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე - BETEK-ის ბრენდის წებო-ცემენტები.

2024 წელს ვაპირებთ ამ მიმართულებით არსებული საწარმოო ხაზების წარმადობის მაქსიმალურ ათვისებასა და ექსპორტის გაზრდას. ჩვენი ამოცანაა, „ნოვას“ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის წილის 70%-მდე გაზრდა“,- აცხადებს „ნოვას“  

„ნოვას“ ფილიალებში წარმოდგენილი იმპორტირებული პროდუქციის დიდი წილი თურქეთსა და ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე მოდის. 
„უნდა აღინიშნოს, რომ „ნოვას“ ფილიალებში ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის წილი შეადგენს 40%-ს. იმპორტირებული პროდუქციის ძირითადი მოცულობა მოდის  თურქეთსა და ჩინეთზე, მათ ძირითად ნაწილს შეადგენს ექსკლუზიური ბრენდები.

„ნოვას“ საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ სამშენებლო/სარემონტო მასალებისა და სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ისეთი დიდი ჰოლდინგები, როგორებიცაა: Nippon Paint ჯგუფი -  ბრენდებით BETEK და FAWORI.
Saint Gobain  ჯგუფი - ბრენდებით IZOCAM-ი და RIGIPS-ი, INGCO, BIEN-ი, WADFOW-ი. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ბეტეკთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად „ნოვამ“ მოიპოვა ბეტეკის წებო-ცემენტის წარმოების და რეალიზაციის ფრანჩიზა საქართველოსა და სომხეთში“, - განმარტავს „ნოვას“ ბრენდის განვითარების მენეჯერი.

„ნოვაში“ აცხადებენ, რომ  სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაციის ბაზარზე დღეს საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. 

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა, კონკურენცია საკმაოდ მაღალია და მოიცავს როგორც დიდი ზომის ქსელურ კომპანიებს, ასევე მცირე ზომის მაღაზიებს.
„ნოვას“ კონკურენტებისგან გამოარჩევს: ფართომასშტაბიანი, ევროსტანდარტების შესაბამისი წარმოებები - რომლებიც სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს თავისი ნაწარმი პროდუქციის მიმართულებით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ნოვა“ არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც შესაბამისად აისახება ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე“, - ნატა დეკანოსიძე

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნოვა“ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე, ხუთი მეგობრის მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.

კომპანიის მისია კვალიფიციური და მოტივირებული კადრებით მეტი ქართული პროდუქტის წარმოება, ხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო მასალების და საუკეთესო სერვისების მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.

კომპანიას განვითარება არ შეუწყვეტია და 2011 წლიდან მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო.

2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილების და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგა, რომელსაც მალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.

2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოების მიმართულებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქციის წარმოება იტალიური ბრენდის „POLIVINIL”-ის საწარმოო ხაზებით მიმდინარეობს.

2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 

2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა.
კომპანიის განვითარების ტემპი არც შემდეგ წლებში შეცვლილა, რაც ახალი საწარმოო ხაზის დამატებასა და განვითარებაში გამოიხატება.

საქართველოში მხოლოდ ნოვა აწარმოებს ჩამკეტიან სახურავს - ნოვა კლასიკი  და საიდინგებს ფასადის შესაფუთად.

2023 წლიდან ნოვას სამი ახალი მნიშვნელოვანი საწარმოო მიმართულება დაემატა.

დღეისათვის კომპანია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები