საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.‘‘
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2023-2026 წლების სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.
„ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი ხარისხიანი არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები, სტუდენტური ფესტივალები, საბანაკე, მოხალისეობრივი, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისები, საგრანტო პროექტები. გაფართოვდება საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით,‘‘ – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია