დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს  უმუშევრობა წინა წლის 16.4%-დან 14.5%-მდე შემცირდება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2024 წელს უმუშევრობა წინა წლის 16.4%-დან 14.5%-მდე შემცირდება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

26-08-2024 13:53:00

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს  უმუშევრობა წინა წლის 16.4%-დან 14.5%-მდე შემცირდება. 

„საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი 13.7% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.4% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 10.1% იყო.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.3 პროცენტული პუნქტით 54.5%- მდე გაიზარდა 2024 წლის მე-2 კვარტალში, თუმცა ჩამორჩება 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 55.0%-იან მაჩვენებელს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში. 

იგივე თემაზე: 

2023 წელს საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - საქსტატი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები