2024 წლისთვის შუა დერეფნით ტვირთების ტრანზიტის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს.
2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, ანუ შუა დერეფნის) 2,7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 86 პროცენტიანი ზრდაა, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ.
ამჟამად მარშრუტი იწყება ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე ევროპისკენ.
მთელი მარშრუტისთვის შეიქმნა ერთიანი ტარიფი და მოქმედებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპი.
უახლესი