დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

2024 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

28-02-2025 11:37:00

2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 638.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5 პროცენტით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 735.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. 

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.5 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.6 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები