დადებითი ტენდენცია იკვეთება Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებშიც, 2023 წლის პირველ ნახევარში ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია ნათქვამი. .
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაკანსიების რაოდენობის ზრდა 2023 წლის პირველ 6 თვეში მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებულ წლიურ ზრდას (51.0%).
„სეზონურად შეწონილი ბევერიჯის მრუდის მიხედვით, I კვ. 2023-ში, IV კვ. 2022-თან შედარებით, უმუშევრობის დონე და ვაკანსიების გამოცხადების დონე გაიზარდა, შესაბამისად, შრომის ბაზრის ეფექტიანობა დაუბრუნდა III კვ. 2022-ში დაფიქსირებულ დონეს.
პოსტ-პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზრის ეფექტიანობა ჩამორჩება პანდემიამდელს, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: კადრების გადინება მომიჯნავე სექტორებში ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების გამო, სამუშაო ძალის მიგრაცია, სამუშაოს მაძიებლების სარეზერვო ხელფასის ზრდა“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი