ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ფოთის პორტი 284 საკონტეინერო გემს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64,16%-იანი ზრდაა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 77,36%-იანი ზრდა ფიქსირდება TEU-ს შემთხვევაში. ფოთის პორტს 2011 წლის აპრილიდან დანიური გიგანტის AP Moller-Maersk Group-ის შვილობილი APM Terminals-ს მართავს.
APM Terminals-ს ფოთის კომერციული ურთიერთობების დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ბოლო წლების განმავლობაში სტაბილური ზრდა ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი ტვირთების ნაწილი საქართველოს დერეფანში გადმომისამართა, შედეგად ტვირბრუნვის მაჩვენებელი გაიზრდა.
უახლესი
8 საათის წინ
როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში