დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება - სამინისტრო

2023 წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება - სამინისტრო

06-04-2023 09:30:46

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან 3 თვიანი მუშაობის და მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე განაცხადა, აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტის 118,9 % - ით შესრულდა. საანგარიშო პერიოდში შემოსულობების გეგმა 100 391 800 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 119 327 800 ლარი შეადგინა.

იმავდროულად, 2023 წლის 3 თვის საგადასახადო შემოსავლები 112 186 809 ლარია, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (84 056 737) ზრდა 33% შეადგენს.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს, მხოლოდ გასული წლის პრივატიზებიდან მისაღები თანხა 33 086 487 ლარს შეადგენს. წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების ქონების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.

„ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავარობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა და 15 988 600 ლარს შეადგენს. შეხვედრაზე საუბარი ახალ პროექტებს შეეხო. ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე მასშტაბური პროექტი იგეგმება - ახალი საბაგიროები კურორტ გოდერძზე და გომარდულზე. ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალი ტურისტული ატრაქცია ღომას მთაზე და გულების ციხეზე გაჩნდება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - აცხადებენ სამინისტროში. 

სპორტული ტურიზმის განვითარებაზე 155 მლნ ლარი დაიხარჯება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 59 549 259 ლარს შეადგენს.

2023 წელს მოეწყობა:

19 მიმართულებით 49, 09 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალბეტონის საფარი,

70 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი,

32 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია,

177 ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 წუთის წინ

28 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები