დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს გერმანიაში საქართველოდან ლეგალურად 1 231, ისრაელში კი 17 მოქალაქე დასაქმდა

2022 წელს გერმანიაში საქართველოდან ლეგალურად 1 231, ისრაელში კი 17 მოქალაქე დასაქმდა

19-04-2023 19:42:06

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლებში, გერმანიაში ლეგალურად ჯამში მუშაობა საქართველოს 1 539-მა მოქალაქემ დაიწყო. 

შეგახსენებთ,რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართველების დასაქმების პროგრამაში, რომელიც 2021 წლის თებერვალიდან ხორცოელდება 2022 წლიდან ახალი კომპონენტი გაჩნდა. კერძოდ,  გერმანელ დამსაქმებლებს საშუალება მიეცათ, საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია.

„ამ კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში“, - ნათქვამია ანგარიშში. 

ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში სულ 18 ადამიანი დასაქმდა. აქედან 2022 წელს 17 მოქალაქე, ხოლო 1 კი წელს გამგზავრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები