2022 წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული საჩივრების ყველაზე მეტი, 25%-ი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროზე მოდის.
როგორც ბიზნესომბუდსმენის ანგარიშიდან ირკვევა, 2022 წელს აპარატში საჩივრის სახით 194 კორესპონდენცია შევიდა, საიდანაც 48 განაცხადი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდის.
2022 წლის სტატისტიკით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში 26 განაცხადი მშენებლობის სექტორზე მოდის, ხოლო 17 განაცხადი - საკონსულტაციო მომსახურებაზე, 12 განაცხადი - დამამუშავებელ მრეწველობაზე, 10 განაცხადი - ხელოვნება და დასვენების სფეროებზე, ხოლო დანარჩენი 81 განაცხადი სხვადასხვა სექტორებზე.
რეგიონების მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული მიმართვიანობის სტატისტიკაში 69%-ით თბილისი ლიდერობს, ხოლო შემდეგია აჭარა და იმერეთი.
ანგარიშის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული საჩივრების უმეტესობაში მოპასუხე უწყებას შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა. მეორე ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ხოლო მესამეზე ფინანსთა სამინისტრო.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება