დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის

20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის

18-07-2024 17:17:00

20 ივლისიდან, კომპანია სილქნეტი ოპტიკური ქსელის ინტერნეტ სიჩქარეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მკვეთრად გაზრდის. მნიშვნელოვანია, რომ  სიჩქარეების ზრდა ტარიფის უცვლელად მოხდება. გაიზრდება ინტერნეტის სისწრაფე, თუმცა ფასი უცვლელი დარჩება. სიჩქარეების ზრდა ავტომატურად შეეხება ყველა ოპტიკურ ინტერნეტ პაკეტ, როგორც ცალკე მდგომ, ასევე ინტერნეტის და ტელევიზიის კომბინირებულ პაკეტებს.

გარდა ამისა,  პირველად  საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სილქნეტი ყველაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტს შესთავაზებს საცალო მომხმარებლებს. პაკეტი „ფორმულა 1“-ის სიჩქარე 100მბ/წმ-ის ნაცვლად, საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი - 150მბ/წმ იქნება. ასევე, შეთავაზებებს ემატება ახალი პაკეტი “ტურბო”, რომლის სიჩქარეა 100მბ/წმ, ხოლო ფასი 75ლ.

პაკეტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები