შპს ეკოტური ალგეთის ეროვნულ პარკში, კერძოდ ბირთვისის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„ბირთვისის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მოეწყობა დაკიდებული ხიდები, საფეხმავლო ბილიკები, საქანელა, კედელზე საცოცი ატრაქცია, კოტეჯები და კვების ობიექტი.
აგრეთვე, ბირთვისის ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის საფეხმავლო ბილიკი მოწყობა. ინვესტიცია 2 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელება ნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც განხორციელდა „წალკის კანიონის“ მასშტაბური პროექტი, რომელმაც წალკის მუნიციპალიტეტისკენ ტურისტული ნაკადები მოიზიდა.
ბირთვისში მსგავსი ობიექტი თეთრიწყაროს მიმართულებით ტურისტული ნაკადების გაზრდას გამოიწვევს“,- აცხადებენ სააგენტოში.
ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა მანგლისის ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება, რომლის ეზოშიც მოწყობილია ატრაქცია „თოკების პარკი". ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ ახლადგახსნილი „წალკის კანიონი", ესტუმრონ ბირთვისისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლებს და კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.
დღეისთვის პარკში ფუნქციონირებს 6 საფეხმავლო ბილიკი, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეებით, სველი წერტილებითა და ტურისტული თავშესაფრებით. ადგილზე შესაძლებელია საცხენოსნო, ველო თუ საფეხმავლო ტურების განხორციელება.
უახლესი
1 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი