დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მატჩების ჩვენება გაიმართება

18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს მატჩების ჩვენება გაიმართება

29-05-2024 12:04:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ჩვენება გაიმართება. 

საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტალბეთის ორგანიზებით იმართება.

მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

„მოდი მეგობრებთან ერთად და ჩაერთე კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

სტადიონის მიმდრებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ. ერთად ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“,- ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები