საქართველოში „მთის დღეები“ იწყება. 15 ივლისს ღონისძიებას რაჭა, თუშეთი და იმერეთი უმასპინძლებს, ხოლო 22 ივლისს „მთის დღეების“ მასპინძელი კი ყაზბეგი, სვანეთი და გურია იქნება.
„უკვე მეორე წელია კვირეული „მთის დღეები“ იმართება, რომელიც 15 და 22 ივლისს ექვს ლოკაციაზე უმასპინძლებს, როგორც შიდა ისე საერთაშორისო მოგზაურებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია ეს ღონისძიება ტარდება და ისეთი წარმატებული იყო და ისეთი დაინტერესება გამოიჩინეს მოგზაურებმა, რომ მას უკვე ტრადიციული სახე მიეცა. როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკმაოდ დატვირთული პროგრამა იხილონ“, - განმარტავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
მისი განმარტებით, სტაბილურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები მუდმივ კალენდარში იყოს მოხვედრილი და საერთაშორისო მოგზაურებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ბევრად ადრე დაგეგმონ ღონისძიებები.
უახლესი