EUGBC-ის ორგანიზებით, 30 ნოემბერს, 14-მა წამყვანმა ბიზნეს ასოციაციამ გააკეთა ერთობლივი განცხადება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
განცხადებაში ასოციაციებმა დაადასტურეს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესისადმი, მიესალმნენ ევროკომისიის რეკომენდაციას და გააჟღერეს ბიზნესის მოწოდება, დეკემბერში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნესასოციაციები,
მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის;
ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში;
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის;
საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ევროკავშირის წევრობასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადება გაკეთდა შემდეგი ბიზნეს ასოციაციების სახელით:
• ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
• გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
• სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
• ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
• საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
• ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
• საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
• საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
• გადასახადის გადამხდელთა კავშირი
• საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
• საქართველოს საბანკო ასოციაცია
• საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
• სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა
უახლესი