უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა 129%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 2,613,206.31 ლარი შევიდა, რაც 128.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის 8 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1,141,386.54 ლარის აკუმულირება მოხდა.
2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 2,612,314.31 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 892 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება