დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
11 და 12  ნოემბერს „რადისონ ქოლექშენი“ თეატრალურ წარმოდგენებს მასპინძლობს

11 და 12 ნოემბერს „რადისონ ქოლექშენი“ თეატრალურ წარმოდგენებს მასპინძლობს

04-11-2023 19:04:47

11 და 12  ნოემბერს „რადისონ ქოლექშენი“ თეატრალურ წარმოდგენებს მასპინძლობს.

11 ნოემბერი - „თეატრი ათონელზე“, სპექტაკლი „მზის ხაზი“ 

სპექტაკლის შესახებ: გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი?

ავტორი: ივან ვირიპაევი

რეჟისორი - გეგა გაგნიძე

სცენოგრაფია - მარიამ ძმანაშვილი

კოსტიუმების მხატვარი - მარიამ ძმანაშვილი

კომპოზიტორი - ნოე კვირკველია

მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, გიორგი შარვაშიძე

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

🎟️ http://tkt.ge/November11

🍂 12 ნოემბერი - ნინო კასრაძის იმპროვიზირებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“ 🍂

ლიტერატურულ საღამოზე ნინო კასრაძე წაიკითხავს მე-20 საუკუნის ქართველი პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის შემოქმედებას.

„ესმა ონიანი გრძნობდა უზარმაზარ სამყაროს და მის წინაშე მდგომ ცალკეულ ინდივიდს, აღიქვამდა ამ ყველაფერს და არ ეშინოდა მასში „გარდასვლის, დაკარგვის“. ამიტომ, პოეტის შემოქმედება გამოირჩევა ერთი შეხედვით სიმარტივით, იოლად იკითხება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია თავისი სიღრმით, შინაარსობრივი დატვირთვით.“ - ნინო კასრაძე

🎟️ http://tkt.ge/November12

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის. ასევე შესაძლებელია სასტუმროსა და ღონისძიების ერთიანი ნაკრების შეძენა.

SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის ნაკრებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

„გიორგობისთვის“ გენერალური პარტნიორები არიან SOLO და Visa. ღონისძიების მხარდამჭერია Lexus საქართველო.

http://giorgobistve.ge

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები