დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 სასტუმრო, სადაც SOLO მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით დაისვენებს

10 სასტუმრო, სადაც SOLO მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით დაისვენებს

20-08-2023 11:30:31

როგორც ყოველთვის და ყველგან, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ ზაფხულსაც განსაკუთრებული პირობებითა და ფასდაკლებებით ისარგებლონ საქართველოს 10 რჩეულ სასტუმროში.

სპეციალურად თქვენთვის შეირჩა რეგიონების პოპულარული და დახვეწილი სასტუმროები, რომლებიც თქვენს კომფორტზე მაქსიმალურად იზრუნებენ.

Crowne Plaza Borjomi

თუ ბუნებაში დასვენება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ბორჯომში მდებარე Crowne Plaza საუკეთესო არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, კვირის რომელ დღეს გადაწყვეტთ სტუმრობას, სასტუმროში SOLO მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. თანაც ფასდაკლება ვრცელდება ყველა კატეგორიის ნომერზე.

გარდა იმისა, რომ სასტუმრო ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახლოს მდებარეობს და საღამოობით იქვე გასეირნება შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე, დღის განმავლობაში თუ სასტუმროში დარჩებით, შეგიძლიათ საცურაო აუზებისა და საუნების საშუალებით გაიყვანოთ დრო სასიამოვნოდ.

ამ ყველაფერთან ერთად სხვა უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ და თუ ბავშვებთან ერთად ხართ, არც მათ გართობაზე მოგიწევთ ფიქრი, რადგან სასტუმროში სპეციალური 2-სართულიანი გასართობი სივრცეა მოწყობილი კინოთეატრით.

Georgia Palace Hotel & Spa

ქობულეთში მდებარე სასტუმრო შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც მშვიდად და კომფორტულად დასვენებას შეძლებთ. ჯორჯია პალასის ყველა ტიპის ნომერზე 25%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

გარდა იმისა, რომ იქ დასვენებისას შეგიძლიათ მუდმივად დატკბეთ ზღვის ხედებით, სასტუმროს საკუთარი სანაპიროც აქვს შეზლონგებით, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღება. ხოლო თუ ზღვის ტალღებს მშვიდ წყალს ამჯობინებთ, ამ შემთხვევაში სასტუმროს ორი ღია აუზით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

Mosmieri

უგემრიელესი ქართული კერძები და დავით მაისურაძის პრემიუმკლასის ღვინოები – შატო და მეღვინეობა მოსმიერი კვირის ნებისმიერ დღესა და ყველა კატეგორიის ნომერზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

სასტუმროებისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებთან ერთად – დიდი აუზი, ბარი – იქ დაგხვდებათ ვენახები, ბაღები, ხეივნები და კავკასიონის ქედისკენ მიმართული ულამაზესი ხედები. თუ დასვენებისას თქვენთვის სიმშვიდეა პრიორიტეტი, მოსმიერს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

Mtserlebi Resort

გასართობი სივრცე სხვადასხვა სამაგიდო თამაშით, კოცონის ადგილი ღია ცის ქვეშ, საცურაო აუზები, საბავშვო მოედნები, ორანჟერეის სივრცე, მწერალთა სახლ-მუზეუმის მონახულება, საუზმე – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრისა, რაც კურორტ მწერლებში დაგხვდებათ.

გარდა ამისა, თუ სასტუმროში დასვენებას ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს გადაწყვეტთ, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამები Dj Live Set-ით. შესაბამისად, იქ გატარებული ყოველი დღე დასვენებასთან ერთად დაუვიწყარი თავგადასავლების წუთებადაც შეგიძლიათ გადააქციოთ.

Esquisse Boutique Hotel Telavi

ბუტიკ დიზაინის სასტუმროში, რომელიც თელავში მდებარეობს, მინიმუმ 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში, 15%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ნომრის ღირებულებაში შედის გემრიელი საუზმე, ღია აუზი კამკამა წყლით, გამაცოცხლებელი მშრალი საუნა, სარელაქსაციო სპაპროცედურები და ა.შ.

გარდა იმისა, რომ სასტუმროს აქვს რესტორანი, ბარი და ლაუნჯბარი, იქვეა მარანიც, სადაც ტრადიციული ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ.

Castello Mare

ზღაპრული ხედების მქონე, ზღვის პირას მდებარე სასტუმრო კასტელო მარეში SOLO მომხმარებლები კვირის ნებისმიერ დღეს სტანდარტული კატეგორიის ნომერზე 25%-იანი, ხოლო მაღალი კატეგორიის ნომერზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. დამატებით, სპეციალურად თქვენთვის ბოულინგი უფასო იქნება.

უგემრიელესი სამზარეულოსა და დაუვიწყარი ხედების გარდა, სასტუმროში გელოდებათ ღია და დახურული აუზები, ფინური და რომაული საუნა, ევკალიპტისა და მცენარეული ორთქლის ოთახი, ჯაკუზი, ფიტნესოთახი, ტეპიდარიუმი, ჩოგბურთის, კალათბურთის მოედნები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და კარაოკე. ეს ის ადგილია, სადაც უზომოდ კომფორტული ნომრების მიუხედავად, ცდუნებას ვერ გაუძლებთ, რომ მხოლოდ ერთ ოთახში გაჩერდეთ უმოქმედოდ.

Chateau Artwine

შატო ართვაინში ყველა დეტალი სტუმრების სრული კომფორტისთვისაა გათვლილი – სასტუმროს ყველა ნომერს აქვს აივანი, საიდანაც ვენახებისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება.

კახეთში ბევრი ერთმანეთზე უფრო გამორჩეული სასტუმროა, მაგრამ შატო ართვაინი თავისი მყუდრო გარემოთი ნებისმიერ სტუმარს მოხიბლავს. თანაც SOLO მომხმარებლები ნებისმიერი კატეგორიის ნომერზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, ნომრის ღირებულება კი მოიცავს საუზმეს, აუზსა და საუნას ულიმიტოდ. ამასთანავე, SOLO მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ ღვინის დეგუსტაციას და Late Check Out-ს, 13:00 საათამდე.

Zuzumbo Resort & Spa

ზუზუმბოს კომპლექსში სხვადასხვა კონცეფციის ნომრები დაგხვდებათ, რომლებიც შუაგულ ფიჭვნარშია განთავსებული, თავად კომპლექსი კი რვასართულიან მთავარ შენობასა და მის გვერდით არსებულ 10 კოტეჯს მოიცავს.

ზუზუმბოს კომპლექსი გასართობი აქტივობების მრავალფეროვნებას გთავაზობთ, მათ შორის მაგიდის ჩოგბურთს, შუაგულ ფიჭვნარში ჩაფლულ საბილიარდოსა და სხვა.

წარმოიდგინეთ, ნატურალური ხის სურნელი, სიმშვიდე და ულამაზესი ტყის ხედი: აქვე შეგიძლიათ დატკბეთ სამკურნალო ჰავით, ფიჭვისა და ნაძვის ყვავილობით.

Le Meridien Batumi

ბათუმის შუაგულში მდებარე სასტუმრო Le Meridien-დან ზღვისა და ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. მართალია, ზღვის ტალღების ხმაც კი შეიძლება თქვენამდე აღწევდეს, მაგრამ თუ აუზში ცურვას ამჯობინებთ, სასტუმროს ღია და დახურულ აუზებში შეგიძლიათ განიტვირთოთ.

Le Meridien-ს გამორჩეულად მრავალფეროვანი სამზარეულო და როგორც ამბობენ, უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური აქვს. ყოველ პარასკევსა და შაბათს სტუმრების განწყობაზე კი დიჯეი ზრუნავს. მოკლედ, მთელი ბათუმური გამოცდილება ერთ სივრცეში შეგიძლიათ მიიღოთ.

Intourist Hotel Kazbegi

თუ ქალაქის გადატვირთულობასა და ზღვას მთებს ამჯობინებთ, მაშინ ინტურისტს უნდა ესტუმროთ ყაზბეგში, სადაც თვალწარმტაც ხედებში ჩაეფლობით. ამ შთამბეჭდავ ადგილობრივ გარემოსთან სრულ ჰარმონიაშია სასტუმროს ინტერიერიც, რომელიც კომფორტის, სტილისა და კულტურული გამოცდილების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ.

წინ მთელი აგვისტოა – ზაფხულის ბოლო და ცხელი თვე, როცა დასვენებასა და ძალების აღდგენაზე უნდა იფიქროთ. შეგიძლიათ, ერთი ან თუნდაც რამდენიმე სასტუმრო შეარჩიოთ და ქალაქის მტვერს, ხმაურსა და ცხელ დღეებს გაექცეთ. მოიწყვეთ ზაფხულის ჯადოსნური დღეები, დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები და არ დაგავიწყდეთ მთავარი პირობა – სასტუმროებში გადაიხადოთ SOLO-ს ანგარიშიდან, საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ასევე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებები არ ვრცელდება ონლაინპლატფორმებიდან შესულ ჯავშნებზე, ფასდაკლების მისაღებად წინასწარ – მეილის და სატელეფონო ზარის საშუალებით დაჯავშნაა საჭირო.

 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები