დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 ხელსაწყო, რომლებიც სახლში უნდა გქონდეს - რჩევები გორგიასგან

10 ხელსაწყო, რომლებიც სახლში უნდა გქონდეს - რჩევები გორგიასგან

08-08-2024 18:00:00

ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ყველა სახლში უნდა მოიპოვებოდეს ისეთი ტიპის ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფრო გაამარტივებს. თუ ერთხელ მაინც გიცდია ხისგან სხვადასხვა ნივთის დამზადება, თაროების კედელზე მიმაგრება ან უბრალოდ საოჯახო ხელსაქმით დაკავება,  მაშინ გეცოდინება, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ხელსაწყოს.

ჩვენ დაგეხმარებით, რომ საოჯახო ინსტრუმენტების ნაკრები სწორი და პრაქტიკული ხელსაწყოებით დააკომპლექტო.

  1. პირველი ხელსაწყო, რომელიც  ხელსაწყოების ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს, არის ჩაქუჩი რომელიც ნებისმიერ საქმეს გაგიმარტივებს სახლში.  სწორად შერჩეული ჩაქუჩი დაგეხმარება არა მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედებაში, არამედ მის ამოღებაშიც, თუ საქმეს დასჭირდება.
  2. მეორე ხელსაწყო, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეს, არის სახრახნისი. გირჩევთ, შეიძინო JADEVER-ის სახრახნისი.
  3. შემდეგი ხელსაწყო არის ბრტყელტუჩა, რომელსაც, როგორც წესი, ნებისმიერ ოჯახში  შეუცვლელი ადგილი უჭირავს. ის არაერთი პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარება.
  4. ალბათ, დაგვეთანხმები, რომ საზომი რგოლი ყველა ოჯახში მოიპოვება და ეს ასეც უნდა იყოს. არსებობს როგორც 2-მეტრიანი საზომი რგოლები, ასევე 5-მეტრიანი, 7-მეტრიანი და გორგიაში შეგიძლია, ნებისმიერი საჭიროების მიხედვით შეარჩიო საზომი რგოლი ყველაზე იაფად.
  5. სახლში საქმის მარტივად შესრულებაში ასევე დაგეხმარება ქანჩი/ქანჩის ნაკრები. უმჯობესია, თუ რამდენიმე ზომის ქანჩი გექნება ან რეგულირებად ქანჩს შეიძენ.
  6. ხელსაქმეს უფრო გაგიმარტივებს ამ ხელსაწყოების ერთად შენახვა. შესაბამისად, ჩვენი რჩევა იქნება, რომ სახლში აუცილებლად გქონდეს ხელსაწყოების ყუთი. გორგიაში შეგიძლია, EMTOP-ის, JADEVER-ის ან სხვა სასურველი ბრენდის სხვადასხვა ზომის ყუთი შეიძინო.
  7. შემდეგი ხელსაწყო არის EMTOP-ის ელ.ხრახნდამჭერი. ის პრაქტიკულია, მუშაობს ელემენტზე, არის მსუბუქი და საოჯახო სარემონტო სამუშაოებისთვის არის იდეალური.
  8. კიდევ ერთი ხელსაწყო, რომელიც ვფიქრობთ, რომ სახლში უნდა გქონდეს, არის კუთხსახეხი. EMTOP-ის კუთხსახეხი გამოიყენება ლითონზე, ხეზე, ბეტონზე სამუშაოდ, შესაბამისად, სახლის გაუმჯობესების ნებისმიერ გამოწვევას თავისუფლად გაუმკლავდება. რაც ყველაზე მთავარია, არის მარტივად გამოსაყენებელი.
  9. შემდეგი ხელსაწყო ცხელი სილიკონის თოფია, რომელიც დაგეხმარება ნივთების დამზადებასა და დაწებებაში. თუ DIY ტიპის ნივთების დამზადება გიყვარს, ეს ნივთი აუცილებლად უნდა გქონდეს სახლში.
  10. კედელზე სურათის დასაკიდად, მყარი კონსტრუქციების ან კედლის გასახვრეტად შენ დარტყმითი სახვრეტელა დაგჭირდება. გორგიაში შეგიძლია, შეიძინო EMTOP-ის დარტყმითი სახვრეტელა, რომელსაც ჩაქუჩის ფუნქციაც აქვს და არის 680-ვატიანი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები