დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართვლოს მონაკვეთზე მშენებლობა

ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართვლოს მონაკვეთზე მშენებლობა

25-04-2024 18:00:00

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის საქართვლოს ნაწილზე სამშენებლო სამუშაოების 95% დასრულდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამირ მამედოვმა ბაქოში აზერბაიჯანულ-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

„რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები