ზვიად გაბისონია, განათლების რეფორმა
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი აქციზი - შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით | ირაკლი კობახიძე;
სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia-ის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2025 წლის წლიური, წინასწარი) | პრემიერის ირაკლი კობახიძე / შეფასება;
#ბიზნესინსაიდერისტუმარი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
განათლების რეფორმა | დეტალები;
შრომის ბაზრის კვლევა და ძირითაფი მიგნებები | რამდენად პასუხობს კვლევის შედეგები ბიზნესის გამოწვევებს;
უნივერსიტეტების კვოტირების საკითხები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე;
სპეკულაციები, რომ თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება;
კომუნიკაცია სექტორთან;
„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტი | დეტალები;
მოლოდინები 2026 წლის ჭრილში.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა
26.03.2026.11:42
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition” მონაწილეობდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის ღვინოები.
მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენაზე „China Food & Drinks Fair“ და ქართული ღვინის სემინარზე: „Fine WineCR“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC), „Interwine China“ და სხვა.