მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

news image

„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.  

,,თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“,  რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. 

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები(www.tegetabusiness.geTegetaBusiness@tegetamotors.ge;  226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში. 

30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.

ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“.  

ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები. 

Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს –ავტოპარკის ფლობის  ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

რატომ Tegeta for Business?

  • ოპერაციული ეფექტიანობა და დანახარჯების შემცირება;
  • თქვენი ავტოპარკის დიგიტალიზაცია და რეალურ დროში მონიტორინგი;
  • სანდო პარტნიორი 30-წლიანი გამოცდილებითა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით;
  • მაღალი ხარისხის ბრენდები და სტანდარტიზებული სერვისები;
  • საუკეთესო ფასები ბაზარზე.

„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“  გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის  გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად  გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა

13.02.2026.14:29

• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს

„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.

JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.

კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა