„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
,,თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“, რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.
მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები(www.tegetabusiness.ge; TegetaBusiness@tegetamotors.ge; 226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში.
30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.
ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“.
ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები.
Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:
„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.
რატომ Tegeta for Business?
„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
ევროპული ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, რაც ასახავს მზარდ ინტერესს ქართული კურორტების მიმართ - სასტუმრო ამბასადორი გოდერძის გენერალური მენეჯერი
11.02.2026.10:00
7 000 სტუმარი ერთ თვეში, გაორმაგებული მოთხოვნა ევროპიდან და ახალი ინვესტიცია. ზამთრის ტურიზმის სექტორში კონკურენცია იზრდება, თუმცა Ambassadori Goderdzi Hotel • სასტუმრო ამბასადორი გოდერძი წელს რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს. კომპანიამ არა მხოლოდ გაზარდა სტუმრების რაოდენობა, არამედ დაასრულა მასშტაბური გაფართოების პროექტი, რაც კურორტის გამტარუნარიანობას რადიკალურად ცვლის.
მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე მოთხოვნაზე და სასტუმროს დატვირთულობაზე Business Insider Georgia სასტუმრო "ამბასადორი გოდერძის" გენერალურ მენეჯერს ქეთი ჩიგოშვილს ესაუბრა.
როგორ აფასებს სასტუმრო ამბასადორი გოდერძი მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს? როგორია სასტუმროს დატვირთულობა ამ პერიოდში?
სასტუმრო ამბასადორი გოდერძი უკვე მეხუთე წელია, რაც კურორტზე სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. გოდერძიზე დასვენების მსურველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სწორედ გაზრდილი მოთხოვნისა და რეგიონის განვითარებისთვის, წელს ჩვენი სასტუმროს ახალი, თანამედროვე სტანდარტების მეორე შენობაც გავხსენით, რომელიც ევროპული სტანდარტების 89 ნომერს, სპას, აუზს, რესტორანს, ბარს, სატრენაჟორო დარბაზს, საკონფერენციო ოთახსა და ბავშვთა გასართობ სივრცეს აერთიანებს. ახალი ინვესტიციის შემდეგ მაღალმთიანი აჭარის უნიკალურ ბუნებაში, სასტუმროს ერთდროულად უკვე 450 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს.
წლევანდელი სეზონის დასაწყისი და იანვრის თვე უკვე საკმაოდ დატვირთული იყო. შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 3000 სტუმრით მეტს ვუმასპინძლეთ, რაც ასევე მიუთითებს უშუალოდ კურორტზე დამსვენებლების გაზრდილ რაოდენობაზე.
როგორია მოთხოვნა წელს, როგორც ამბასადორი გოდერძიის სტუმრების, ასევე ზოგადად კურორტ გოდერძიზე დასვენების მხრივ?
კურორტის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია. წლევანდელი სეზონიც ამ მხრივ არ განსხვავდება და ვინარჩუნებთ ტრენდს. შარშან თუ იანვრის თვეში 4000 სტუმარი გვყავდა, წელს 7000 სტუმრამდე ავედით უშუალოდ ჩვენს სასტუმროში, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ კურორტი ვითარდება და მეტი ადამიანი სტუმრობს მაღალმთიან აჭარას.
ადგილობრივი სეგმენტის გარდა აქტიურობს თუ არა უცხოური ბაზრები? თუ კი, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ძირითადად მოთხოვნა?
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში დამსვენებლების მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობირივი სეგმენტი წარმოადგენს, ჭარბობს ასევე ევროპელი სტუმრებიც. იქიდან გამომდინარე, რომ გოდერძის უხვი, ფაფუკი თოვლი ახასიათებს, რაც არის საუკეთესო თოვლის ხარისხი გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისთვის, კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით ავსტრიელებსა და გერმანელებში. ისინი ჩამოდიან ხელმისაწვდომი, კარგი თოვლის საფარისა და ექსტრემალური, გაუკვალავში სრიალის შესაძლებლობისთვის. შარშანდელთან შედარებით, ევროპული ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოთხოვნა და ინტერესი ქართული კურორტების მიმართ იზრდება.
როგორ აფასებთ სეზონის დარჩენილ პერიოდს – გაქვთ მოსალოდნელი ზრდის ან შემცირების პროგნოზი? რა ფაქტორები შეიძლება შეაფერხოს ან წაახალისოს დატვირთულობა?
ზოგადად ადრე კურორტზე ამოსვლის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა გზის არარსებობა, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. დღესდღეობით კურორტზე მოხვედრა ბათუმიდან საკმაოდ მარტივია, რადგანაც გზა მოწესრიგებულია, ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება და დამსვენებლებს შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ამოვიდნენ სასტუმრომდე, ხოლო რაც შეეხება თბილისის მხრიდან - გზის გარკვეული მონაკვეთიდან დამსვენებლების ტრანსპორტიდების უზრუნველყოფა ხდება ე.წ. თოვლმავალით.
სეზონის დარჩენილი პერიოდის მიმართ დადებითი მოლოდინები გვაქვს. ზოგადად გოდერძიზე, ისევ და ისევ უხვი თოვლის დამსახურებით, ზამთრის აქტიური სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. ჯავშნებს ახლაც აქტიურად ვიღებთ და წინა წლების მონაცემებითაც თუ ვიხელმძღვანელებთ, სეზონის ბოლომდე დიდი დატვირთვით ვიმუშავებთ.