მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

„თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა

news image

„თეგეტა ჰოლდინგმა“ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნესფორუმზე უმასპინძლა. პერსონალიზებული მიდგომა, ექსკლუზიური ფასები, სრული ტექნიკური მომსახურება და ავტოპარკის მართვა ერთიანი სისტემის ფარგლებში - პრეზენტაციაზე კომპანიებს იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ჰოლდინგის ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“ აერთიანებს. 

მხარდამჭერი ინიციატივა კორპორაციული მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ახალი მიმართულება მთლიანად ბიზნესსექტორზეა მორგებული და გათვალისწინებულია როგორც ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ისე სამშენებლო და სხვა სექტორებისთვის, რომლებსაც ავტოპარკის გამართულად და ეფექტიანად მართვა სჭირდებათ. შატო მუხრანში გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. 

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ბიზნესებს ჩვენი ახალი მიმართულება დეტალურად გავაცანით. „თეგეტა ბიზნესისთვის“ სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომლის საშუალებითაც კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მოვლის ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და ყველაზე ხარჯთ ეფექტურ გზას ვთავაზობთ. „თეგეტა“ უკვე აღარ არის მხოლოდ პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი — ის ხდება ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ავტოპარკის გამართულობაზე ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისათვის. მთელი ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. 

ჩვენც ერთი პატარა მაღაზიით დავიწყეთ და ზუსტად ვიცით ბიზნესის ყველა საჭიროება. ხოლო როგორც რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერს, გვაქვს პროფესიული გამოცდილება, ვიყოთ მათი მრჩევლები, შევთავაზოთ გადაწყვეტა, რომელიც მათი ავტოპარკის ფლობის ღირებულებას გააეფექტურებს და   ავტოპარკის გამართული მუშაობით ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას“. 

ბიზნესფორუმზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბრიტანული და იაპონური ბრენდების Shell-ისა და Bridgestone-ის წარმომადგენლები. „თეგეტას“ მრავალწლიანი პარტნიორები ჰოლდინგის წამოწყებაში აქტიურად არიან ჩართულები. უცხოელმა სტუმრებმა ღონისძიების დამსწრეებს შეთავაზების შესახებ თავადაც გაუზიარეს ინფორმაცია. „თეგეტას“ ახალი ბიზნესმიმართულების ფარგლებში მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენას ექსკლუზიურ ფასად „თეგეტას“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებს. 

 „შატო მუხრანში“ გამართულ ღონისძიებაზე საგამოფენო სივრცეც მოეწყო, სადაც მონაწილეებს დეტალურად წარუდგინეს „თეგეტას“ პორტფელში არსებული ბრენდების პროდუქტები. ასევე გააცნეს ინოვაციური პროდუქტები, PPK - ფასი კილომეტრზე  და  TCO- - საერთო ფლობის ღირებულება და მათი შედეგები თანამედროვე ბიზნესმიდგომების გათვალისწინებით. შეხვედრაზე ბიზნესსუბიექტებს ინდივიდუალური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.  

„თეგეტა ბიზნესისთვის“ უკვე ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ,ისარგებლონ მომსახურების სხვადასხვა პაკეტით, რომელიც მათ სპეციფიკაზე მორგებულ პირობებს აერთიანებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ განაგრძობს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას და ქმნის ბიზნესგარემოს, რომელიც კომპანიების საქმიანობის უწყვეტობასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

„თეგეტა ბიზნესისთვის“ მოიცავს: 

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს — ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს — ავტოპარკის პატრონობის ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს — უნიკალურ შეთავაზებას — მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის საფასურს, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრაიმ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR,BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა

13.02.2026.14:29

• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს

„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.

JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.

კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა