„თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნესფორუმზე უმასპინძლა. პერსონალიზებული მიდგომა, ექსკლუზიური ფასები, სრული ტექნიკური მომსახურება და ავტოპარკის მართვა ერთიანი სისტემის ფარგლებში - პრეზენტაციაზე კომპანიებს იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ჰოლდინგის ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“ აერთიანებს.

მხარდამჭერი ინიციატივა კორპორაციული მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ახალი მიმართულება მთლიანად ბიზნესსექტორზეა მორგებული და გათვალისწინებულია როგორც ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ისე სამშენებლო და სხვა სექტორებისთვის, რომლებსაც ავტოპარკის გამართულად და ეფექტიანად მართვა სჭირდებათ. შატო მუხრანში გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ბიზნესებს ჩვენი ახალი მიმართულება დეტალურად გავაცანით. „თეგეტა ბიზნესისთვის“ სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომლის საშუალებითაც კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მოვლის ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და ყველაზე ხარჯთ ეფექტურ გზას ვთავაზობთ. „თეგეტა“ უკვე აღარ არის მხოლოდ პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი — ის ხდება ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ავტოპარკის გამართულობაზე ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისათვის. მთელი ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
ჩვენც ერთი პატარა მაღაზიით დავიწყეთ და ზუსტად ვიცით ბიზნესის ყველა საჭიროება. ხოლო როგორც რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერს, გვაქვს პროფესიული გამოცდილება, ვიყოთ მათი მრჩევლები, შევთავაზოთ გადაწყვეტა, რომელიც მათი ავტოპარკის ფლობის ღირებულებას გააეფექტურებს და ავტოპარკის გამართული მუშაობით ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას“.
ბიზნესფორუმზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბრიტანული და იაპონური ბრენდების Shell-ისა და Bridgestone-ის წარმომადგენლები. „თეგეტას“ მრავალწლიანი პარტნიორები ჰოლდინგის წამოწყებაში აქტიურად არიან ჩართულები. უცხოელმა სტუმრებმა ღონისძიების დამსწრეებს შეთავაზების შესახებ თავადაც გაუზიარეს ინფორმაცია. „თეგეტას“ ახალი ბიზნესმიმართულების ფარგლებში მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენას ექსკლუზიურ ფასად „თეგეტას“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებს.

„შატო მუხრანში“ გამართულ ღონისძიებაზე საგამოფენო სივრცეც მოეწყო, სადაც მონაწილეებს დეტალურად წარუდგინეს „თეგეტას“ პორტფელში არსებული ბრენდების პროდუქტები. ასევე გააცნეს ინოვაციური პროდუქტები, PPK - ფასი კილომეტრზე და TCO- - საერთო ფლობის ღირებულება და მათი შედეგები თანამედროვე ბიზნესმიდგომების გათვალისწინებით. შეხვედრაზე ბიზნესსუბიექტებს ინდივიდუალური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

„თეგეტა ბიზნესისთვის“ უკვე ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ,ისარგებლონ მომსახურების სხვადასხვა პაკეტით, რომელიც მათ სპეციფიკაზე მორგებულ პირობებს აერთიანებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ განაგრძობს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას და ქმნის ბიზნესგარემოს, რომელიც კომპანიების საქმიანობის უწყვეტობასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

„თეგეტა ბიზნესისთვის“ მოიცავს:
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR,BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე
სხვა სიახლეები
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
24.10.2025.10:58
Tegeta Truck & Bus-მა MAN-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიება რეგიონული კლასტერის, დუბაის, ფარგლებს პირველად გასცდა და „თეგეტას“ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში თბილისი გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლობების შეკრებისა და გამოცდილების გაზიარების მთავარ ცენტრად იქცა. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ MAN-ის მიუნხენისა და დუბაის სათავო ოფისის წარმომადგენლები.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინოვაციებს, გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობას MAN-ის გლობალურ ქსელში. დილერებს საშუალება აქვთ, ავტოტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გაიღრმაონ და გააზიარონ ცოდნა. მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.
მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ ამ შესაძლებლობების ეპიცენტრია. ის ფაქტი, რომ ტრადიციული შეკრების ადგილი, დუბაი, სწორედ Tegeta Truck & Bus-მა და თბილისმა ჩაანაცვლა, ჰოლდინგისთვის აღიარება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, ეს მაღალი ნდობისა და მსოფლიო ბრენდთან, MAN-თან მჭიდრო პარტნიორობის შედეგია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება“.

სამდღიანი კონფერენციის მთავარი ფოკუსი ვორქშოფები იყო. ძირითადი აქცენტი გერმანული ბრენდის პროდუქციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციებსა და კონკურენტებთან მიმართებით მის უპირატესობებზე გაკეთდა. ჩამონათვალში იყო ასევე გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიები, მარკეტინგული აქტივობები და მიღწევები ინოვაციების კუთხით.
პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი გეზის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია A სტანდარტი აქვს მინიჭებული.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „TG Sales and Product Training-ი MAN-ის დილერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და საამაყოა, რომ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ჩვენს სივრცეში შეიკრიბნენ.
მასპინძლობის სურვილი, ბუნებრივია, არაერთ წარმომადგენელს ჰქონდა, თუმცა არჩევანი „თეგეტაზე“ გაკეთდა. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა როგორც გაყიდვების, ისე სერვისის თუ მარკეტინგული აქტივობებით, რისთვისაც გასულ წელს დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური ჯილდოც გადმოგვეცა.
წელს ჩვენი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს საოპერაციო ლიზინგისა და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გავუზიარეთ. ამავე დროს მსგავსი ტექნიკური თუ თეორიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრებისთვის. პროცესებში უშუალო ჩართულობა ზრდისა და კიდევ უფრო განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
ვფიქრობთ, კონფერენცია წარმატებით დასრულდა და მყარი საფუძველი გვაქვს, რომ სამომავლოდ MAN-ის კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, საერთაშორისო გაყიდვების ღონისძიების გასამართად მოვემზადოთ“.

უკვე 20 წელია, „თეგეტა ჰოლდინგი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ქართულ ბაზარზე მსხვილი ბრენდის შემოსვლა ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯი იყო.
ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია Tegeta Truck & Bus-მა კი საქმიანობა, 2000-იანი წლების დასაწყისში, MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო და წლებთან ერთად კომერციული ავტოტრანსპორტის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ამ დროისთვის TTB გერმანული წარმოების თანამედროვე სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების დილერია საქართველოში. ტენდერის ფარგლებში, კომპანიამ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ი -ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.