მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“

news image

„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიულ კორპორაციულ მომხმარებლებს Prime მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში შექმნილი ახალი პროდუქტი გათვლილია იმ კორპორაციულ მომხმარებლებზე, რომლებიც მართავენ დიდ ავტოპარკს და მაქსიმალურად ეფექტური საოპერაციო მოდელი ესაჭიროებათ.  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ბიზნესს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„თეგეტას“ Prime მომსახურება პასუხობს კორპორაციული მომხმარებლების უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს: პროცესების კოორდინაცია, სერვისის სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიღება. პარტნიორ კომპანიას ენიშნება Prime მენეჯერი — ინდივიდუალური საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის უწყვეტ, გეგმურ და ეფექტიან მომსახურებას. ის უზრუნველყოფს როგორც სერვისის დაგეგმვასა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, ისე ხარჯებისა და დატვირთვის ანალიზს და დოკუმენტაციის მართვას, რაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტისას.

ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „Prime მომსახურება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტოპარკის მართვა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს — ზუსტად, ეფექტურად და პარტნიორულად. იმ კომპანიები, რომლებსაც თეგეტასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ფლობენ დიდ ავტოპარკს და აქვთ მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, ვთავაზობთ რეალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც თეგეტასგან იღებენ, არის ავტოპარკის ინდივიდუალურად შესწავლა და ამის შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ავტომობილის ცვეთასა და ოპერირებისთვის საჭირო სარეგლამენტო სერვისებზე.

Prime-ის მთავარი უპირატესობა პრევენციულ მიდგომაშია — მომხმარებელი აღარ ელოდება პრობლემას, მან  ზუსტად იცის, როდის უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს გეგმური სერვისი ან ტექნიკური შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მაქსიმალურად ზოგავს ავტომობილის სერვისზე მოცდენის დროს. ანალიტიკისა და რეპორტინგის საშუალებით კომპანია ზუსტად ხედავს თავის ხარჯებს და იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაგეგმოს ცვლილება კონკრეტულ ავტომობილთან დაკავშირებით“.

ახალი მომსახურებისთვის სპეციალურად შეირჩნენ Prime მენეჯერები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი კარგად იცნობენ როგორც სერვისის სტანდარტებს, ისე ავტომობილების აგებულებასა და პრემიუმ პროდუქტების სპეციფიკას. ისინი უზრუნველყოფენ თეგეტას სერვისცენტრებში პრიორიტეტულ რიგს Primeმომსახურების ფარგლებში, რათა მომხმარებლის ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლები დროით დაყოვნდეს შესაკეთებლად. 

Prime სერვისი ასევე მოიცავს პროდუქტების ინდივიდუალური მარაგის შექმნას, მობილურ სერვისზე შეუზღუდავ წვდომას 24/7-ზე, სპეციალურ ფასებს, წვდომას შეზღუდულ შეთავაზებებზე და ხელსაყრელ პირობებს ახალი პროდუქტებისთვის.

Prime მომსახურების დანერგვას „თეგეტა“  გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალიდან იწყებს, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური სერვისჰაბია. ბიზნესპარტნიორებისთვის სერვისი ოფიციალურად 1 ივლისიდან ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი აღნიშნული მომსახურება ეტაპობრივად გავრცელდება „თეგეტა მოტორსის"თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ბათუმსა და ქუთაისში. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა

13.02.2026.14:29

• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს

„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.

JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.

კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა