Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – „თეგეტა“ ავტოპარკის მართვაზე მიდგომას ცვლის და ბიზნესს საშუალებას აძლევს რესურსები უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს. Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანია კორპორაციულ მომხმარებელს საბურავების შერჩევისას ახალ საფასო მოდელს სთავაზობს, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს წარმოადგენს. ხარჯთეფექტურობის ფორმულა კომპანიამ ამჯერად სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე გამოთვალა.
ნიკოლოზ მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია რეალურ დანახარჯებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს არა ყველაზე იაფი, არამედ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში.
პრემიუმ ბრენდის პროდუქციის (საბურავის) გამოყენების შემთხვევაში ავტომობილს აქვს გაუმჯობესებული მართვადობა, მცირდება სამუხრუჭე მანძილი, მეტად დაცულია სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილი. დაბალი ცვეთა და ტექნიკური ხარვეზების შემცირება კი, თავის მხრივ, ნაკლებ სერვისს მოითხოვს, უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რაც სატვირთო და კომერციული ავტოპარკის მფლობელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებით წარმოებული პრემიუმ საბურავები საწვავის მოხმარებას 3-5%-ით ამცირებს.
ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივად დათვლადია – პრემიუმ ხარისხის საბურავი არა ზედმეტი ხარჯი, არამედ ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ PPK ფორმულა ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციას ერგება, რომლებსაც „თეგეტა“ ოფიციალურად წარმოადგენს, მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Continental თუ Pirelli. პროცესს უშუალოდ „თეგეტა“ წარმართავს პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერით.
გამოთვლის მიმდინარეობა მარტივი და აბსოლუტურად გამჭვირვალეა: საბურავის მონტაჟის პროცესში „თეგეტა მოტორსის“ გუნდი დეტალურად ინიშნავს სატვირთო ავტომობილის მონაცემებს, მათ შორის, გარბენს. ამის შემდეგ იწყება ყოველთვიური მონიტორინგი. ინტენსიურად მოწმდება მაჩვენებლების ცვლილება, რაც საბურავის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე გრძელდება. შემდგომ საავტომობილო პროდუქტის (საბურავის) ღირებულება იყოფა განვლილ მანძილზე და დგინდება ფასი ერთ კილომეტრზე, რაც გაწეულ ხარჯებზე ნათელ სურათს იძლევა. კომპანიაში ამბობენ, რომ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და უზუსტობის შემთხვევაში კონკურენტულ ბრენდებთან სხვაობის ასანაზღაურებლადაც მზად არიან.
კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავებული ეს მოდელი არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას, არამედ გამართული ავტოპარკის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასაც ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
08.04.2026.13:49
კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის სამოდელო რიგში - „ჯილი ცენტრი თეგეტამ" 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა. ამ პერიოდში კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაციას 25 ერთეულზე მეტი ელექტრული Geely GeoMe და 18 ერთეული შიგაწვისძრავიანი Geely Emgrand გადასცა. მათ შორის არის ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia, რომელიც შეძენილ ავტომობილებს ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გამოიყენებს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „2026 წლის პირველი კვარტალი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოხარულები ვართ, რომ ამ პერიოდში გაყიდვების მიმართულებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენ მოკლე დროში შევძელით და ბაზარს სამივე ტიპის ავტომობილები შევთავაზეთ - ელექტრული, დამუხტვადი ჰიბრიდი და შიგაწვისძრავიანი. ეს არა მხოლოდ პორტფელის გაფართოება, არამედ ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევანი სასურველ მოდელზე გააკეთონ, მათივე ინტერესების გათვალისწინებით.
ფინანსური მაჩვენებელი ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომპანიები ყურადღებას უთმობენ საწვავის ხარჯს. ამიტომაც მათ დივერსიფიცირებულ სამოდელო რიგს ვთავაზობთ, რათა თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის პრიორიტეტული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ხარჯები შეამცირონ, მეორე მხრივ კი, ეფექტიანობა გაზარდონ. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებაც - „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც კორპორაციულ მომხმარებელს გრძელვადიანი და ეფექტური ექსპლუატაციის შესაძლებლობას აძლევს“.
სწორედ მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნასა და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად კომპანიის მიერ მოწყობილი ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ თბილისსა და ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ფიზიკურ პირებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს საოფისე შენობების, ავტოსადგომებისა თუ სასაწყობე ტერიტორიებზე 7- და 22-კილოვატიანი ორიგინალი დამტენები დაუმონტაჟა და, ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე, ექსკლუზიური ბარათები გადასცა, რაც მომხმარებელს ავტომობილის მინიმალური ტარიფით დამუხტვის შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ყოველ 100 კილომეტრზე ხარჯი, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, სამჯერ მცირდება.

2026 წლის დასაწყისი „ჯილი ცენტრი თეგეტასთვის“ სამოდელო ხაზის გაფართოების თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო - პირველად ბრენდის ისტორიაში ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ტიპის ძრავის მქონე მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის:
პირველ კვარტალში „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საოპერაციო ლიზინგით კომპანიებს 25-ზე მეტი Geely GeoMe-ის განახლებული ვერსია გადასცა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე შემოსული ეს მოდელი ახლა უკვე რესტაილინგ ვერსიით არის წარმოდგენილი.
2026 წლის პირველ კვარტალში ბაზარს წარედგინა Geely Starship 7-ის ევროპული ვერსია - ბრენდის სამოდელო ხაზის პირველი Plug-in ჰიბრიდი, რომელიც სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შეიქმნა. მოდელი ერთი დამუხტვით 120 კილომეტრს გადის, საწვავის საშუალო მოხმარება კი 100 კილომეტრზე 2-3 ლიტრია.
მნიშვნელოვანი სიახლეა Geely Preface - ბრენდის სამოდელო ხაზიდან სრულიად ახალი, პრემიუმ კლასის სედანი 2.0 ტურბო ძრავით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლებისთვის.

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ პორტფელის გაფართოებას კვლავაც აგრძელებს. წლის მეორე ნახევარში ბაზარზე პრემიუმ მოდელი Geely Galaxy M9 გამოჩნდება, ასევე Geely Battleship - დიდი ზომის 7-ადგილიანი 4x4 დამუხტვადი ჰიბრიდი. მანამდე კი, აპრილიდან კომპანია ბაზარს „ჯილი ჰოლდინგში“ შემავალ კიდევ ერთ ახალ ბრენდს, Farizon-ს, წარუდგენს - სრულად ელექტრული კომერციული ავტომობილების ხაზს (მცირე და დიდი ზომის ფურგონები, პიკაპები, დახურული სატვირთოები და ავტომობილები, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული მაცივარია მოთავსებული -18°C-მდე). Farizon საქართველოში პირველი ბრენდი იქნება, რომელიც ბიზნესს, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებს, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ასეთი ტიპის სპეციალიზებულ კომერციულ ელექტრომობილებს შესთავაზებს.
Geely ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. ბრენდმა 2025 წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტალი ისტორიული მნიშვნელობის იყო - პირველად ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, სწორედ Geely გახდა ყველაზე გაყიდვადი ჩინური ავტომწარმოებელი.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.