მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები

news image
  • „თეგეტა მოტორსში“ უსაფრთხოების კვირეული გრძელდება

გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი სეზონის ცვლილებისას, როდესაც ტემპერატურა მატულობს და გზებზე მობილობა იზრდება. „თეგეტა მოტორსი“ წლებია მოუწოდებს მომხმარებლებს - პასუხისმგებლობით მოეკიდონ სეზონურ ცვლილებებს და ავტომობილი შესაბამისად გამართონ. ამჯერად კომპანიამ მომხმარებელს, გაეროს უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, არაერთი შეთავაზება მოუმზადა. 18 მაისის ჩათვლით BRIDGESTONE-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაისის ბოლომდე ხელმისაწვდომია შემდეგი შეთავაზებებიც:

  • BRIDGESTONE-ის საბურავები სპეციალურ ფასად: BRIDGESTONE 205/55R16 T005 91W - 200₾, BRIDGESTONE 195/65R15 91H EP150 - 150₾.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება, საბურავია, რადგან ის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით ჩავანაცვლოთ. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, რაც თავიდან აგარიდებთ ავტოსაგზაო შემთხვევებს, განსაკუთრებით სველ ზედაპირზე გადაადგილებისას.

BRIDGESTONE - იაპონური წარმოშობის, საბურავების წამყვანი ბრენდი. მისი მთავარი უპირატესობებია: პრემიუმ ხარისხი, უსაფრთხოება და ინოვაცია. ლიდერია საბურავების წარმოების ტექნოლოგიაში - გამოირჩევა უახლესი ინჟინერიითა და უსაფრთხოების მაღალი  სტანდარტებით. აქვს მაღალი მოჭიდება და დამუხრუჭების შესაძლებლობა, განსაკუთრებით სველ გზაზე გადაადგილებისას. გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით - იდეალურია შორ მანძილზე მგზავრობისთვის. BRIDGESTONE-ის საბურავებით აღჭურვილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Lamborghini, Toyota, BMW, Mercedes-Benz, Audi და სხვ.

·       20%-იანი ფასდაკლება MOTUL, SHELL, MOBIL-ის ზეთებზე.

ზოგადად, საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ძრავ დაზიანდეს. „თეგეტამოტორსი“ მომხმარებელს პრემიუმ ბრენდების პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს. 

MOTUL - პრემიუმ ხარისხის ფრანგული ზეთი, რომელიც იდეალურია მაღალი წარმადობის ძრავებისთვის, ხშირად გამოიყენება რბოლებში და გამოირჩევა თერმული მდგრადობით. 100%-ით სინთეტიკური ზეთები უზრუნველყოფს ძრავის უმაღლეს დაცვას და მაქსიმალურ სიმძლავრეს. 

SHELL - უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძრავის დაცვასა და უსაფრთხოება. SHELL-ის ზეთები ხელს უწყობს მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამცირებს ნალექისა და ჭუჭყის დაგროვებას. მის ხარისხზე მეტყველებს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: Ferrari, BMW, Hyundai. პროდუქციის დამზადებისას გამოყენებულია PurePlus ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავესა და ეფექტიანობას.

MOBIL - ამ ბრენდის მთავარი უპირატესობაა ავტომობილის იდეალური დაცვა ყველა სეზონზე და ძრავის ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველყოფა. MOBIL-ის ზეთები უზრუნველყოფს ძრავის სისუფთავესგათვლილია ექსტრემალურ ტემპერატურაზე. კომპანია თანამშრომლობს ისეთ პრემიუმ ბრენდებთან, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-AMG, Cadillac.

  • 20%-იანი ფასდაკლება MACPOWER PREMIUM-ისა და EXIDE-ის, ხოლო 10%-იანი ფასდაკლება VARTA-ს აკუმულატორებზე

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე. 

MACPOWER PREMIUM - აკუმულატორები აღჭურვილია უსაფრთხოების ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილს იცავს მოკლე ჩართვისა და გადახურებისგან. გამძლეა როგორც ცივ, ისე - ცხელ ამინდში. ხელმისაწვდომი ფასის, სანდოობისა და ხარისხის გათვალისწინებით, მძღოლები ამ ბრენდზე არჩევანს ხშირად აკეთებენ.

EXIDE - აკუმულატორების ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი მსოფლიოში, 130- წლიანი გამოცდილებით. გამოირჩევა მაქსიმალური სიმძლავრითა და გამძლეობით. იტენება სწრაფად და დატვირთულ რეჟიმში მუშაობს იდეალურად. ის არის აკუმულატორების ოფიციალური მიმწოდებელი ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Ford, Fiat, BMW და სხვა. EXIDE-ის პროდუქციის AGM და EFB ტექნოლოგია კარგად ერგება თანამედროვე Start-Stop-სისტემიან და მაღალი ელექტრული დატვირთვის ავტომობილებს. 

VARTA - გერმანული პრემიუმ ბრენდი, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის სიმბოლო. აკუმულატორები გამოირჩევა უსაფრთხოებით, მაქსიმალური სიმძლავრითა და სტაბილურობით ნებისმიერ ამინდში. ენერგიას ინარჩუნებს ავტომობილის ხანგრძლივი დგომის შემთხვევაშიც კი. VARTA-ს ორიგინალ აკუმულატორებს ვხვდებით ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Mercedes, BMW, VW, Audi.  AGM და EFB ტექნოლოგიები შესაფერისია ჰიბრიდებისთვის, ენერგომხარჯველი სისტემებისა და პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის, სადაც მაქსიმალური ხარისხი და ხანგრძლივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

  • 30%-იანი ფასდაკლება JBM-ის, ხოლო 20%-იანი ფასდაკლება TOPTUL-ის ხელსაწყოებზე.

JBM - ევროპული ბრენდი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებს. მისი ძირითადი უპირატესობებია გამძლეობა, მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა და პროდუქციის ფართო არჩევანი - ხელის ინსტრუმენტები, ავტოსერვისის მოწყობილობები და სხვა. 

TOPTUL - აწარმოებს მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს ავტოსერვისისა და ინდუსტრიისთვის - გამორჩეულია გამძლეობითა და ეფექტიანობით. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადით, რომელიც უძლებს კოროზიას. მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი და ხასიათდება ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლით. 

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, დამატებით შეთავაზებები მოქმედებს Tegeta Shop-ზე. საბურავებისა და ნაწილების სრულ ასორტიმენტზე ხელმისაწვდომია 10%-იანი ფასდაკლება. ამასთანავე, ფილიალებში ისარგებლებთ ჰაერისა და სალონის ფილტრის უფასოდ შეცვლის სერვისით

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესი
image „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

12.06.2025.10:45

„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.  

,,თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“,  რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. 

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები(www.tegetabusiness.geTegetaBusiness@tegetamotors.ge;  226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში. 

30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.

ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“.  

ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები. 

Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს –ავტოპარკის ფლობის  ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

რატომ Tegeta for Business?

  • ოპერაციული ეფექტიანობა და დანახარჯების შემცირება;
  • თქვენი ავტოპარკის დიგიტალიზაცია და რეალურ დროში მონიტორინგი;
  • სანდო პარტნიორი 30-წლიანი გამოცდილებითა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით;
  • მაღალი ხარისხის ბრენდები და სტანდარტიზებული სერვისები;
  • საუკეთესო ფასები ბაზარზე.

„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“  გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის  გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად  გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა