მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა

news image

Tegeta Truck & Bus-მა MAN-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიება რეგიონული კლასტერის, დუბაის, ფარგლებს პირველად გასცდა და „თეგეტას“ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში თბილისი გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლობების შეკრებისა და გამოცდილების გაზიარების მთავარ ცენტრად იქცა. TG Sales and Product Training-ს დილერები 23 სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ MAN-ის მიუნხენისა და დუბაის სათავო ოფისის წარმომადგენლები.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინოვაციებს, გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობას MAN-ის გლობალურ ქსელში. დილერებს საშუალება აქვთ, ავტოტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გაიღრმაონ და გააზიარონ ცოდნა. მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  

მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა“ ამ შესაძლებლობების ეპიცენტრია. ის ფაქტი, რომ ტრადიციული შეკრების ადგილი, დუბაი, სწორედ Tegeta Truck & Bus-მა და თბილისმა ჩაანაცვლა, ჰოლდინგისთვის აღიარება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.  ვფიქრობთ, ეს მაღალი ნდობისა და მსოფლიო ბრენდთან, MAN-თან მჭიდრო პარტნიორობის შედეგია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება“.  

სამდღიანი კონფერენციის მთავარი ფოკუსი ვორქშოფები იყო. ძირითადი აქცენტი გერმანული ბრენდის პროდუქციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციებსა და კონკურენტებთან მიმართებით მის უპირატესობებზე გაკეთდა. ჩამონათვალში იყო ასევე გაყიდვების თანამედროვე სტრატეგიები, მარკეტინგული აქტივობები და მიღწევები ინოვაციების კუთხით.

პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში ჩატარდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სერვისი გეზის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, სადაც სატვირთო და კომერციული ტექნიკის, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ობიექტს MAN-ის მიერ უმაღლესი კატეგორია A სტანდარტი აქვს მინიჭებული. 

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: TG Sales and Product Training-ი MAN-ის დილერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და საამაყოა, რომ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ჩვენს სივრცეში შეიკრიბნენ. 

მასპინძლობის სურვილი, ბუნებრივია, არაერთ წარმომადგენელს ჰქონდა, თუმცა არჩევანი „თეგეტაზე“ გაკეთდა. კომპანია უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა როგორც გაყიდვების, ისე სერვისის თუ მარკეტინგული აქტივობებით, რისთვისაც გასულ წელს დუბაიში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური ჯილდოც გადმოგვეცა. 

წელს  ჩვენი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს საოპერაციო ლიზინგისა და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულებით გავუზიარეთ. ამავე დროს მსგავსი ტექნიკური თუ თეორიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წევრებისთვის. პროცესებში უშუალო ჩართულობა ზრდისა და კიდევ უფრო განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა. 

ვფიქრობთ, კონფერენცია წარმატებით დასრულდა და მყარი საფუძველი გვაქვს, რომ სამომავლოდ MAN-ის კიდევ უფრო მაღალი სტატუსის, საერთაშორისო გაყიდვების ღონისძიების გასამართად მოვემზადოთ“. 

 

უკვე 20 წელია, „თეგეტა ჰოლდინგი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ქართულ ბაზარზე მსხვილი ბრენდის შემოსვლა ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯი იყო. 

ჰოლდინგის შვილობილმა კომპანია Tegeta Truck & Bus-მა კი საქმიანობა, 2000-იანი წლების დასაწყისში, MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო და წლებთან ერთად კომერციული ავტოტრანსპორტის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა.  

ამ დროისთვის TTB გერმანული წარმოების თანამედროვე სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების დილერია საქართველოში. ტენდერის ფარგლებში, კომპანიამ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ი -ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს  სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს. 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსვლები 26.6%-ით გაიზარდა

21.01.2026.12:47

2025 წლის Iკვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2  მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%).

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან  მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის IVკვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: 

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

54.3

ბელარუსი

17.0

თურქეთი

151.7

ირანი

24.8

ისრაელი

156.1

რუსეთი

133.7

საუდის არაბეთი

16.6

სომხეთი

42.2

უკრაინა

43.2

ევროკავშირი

145.2

დანარჩენი ქვეყნები

267.5

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა