მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

ყველაზე დაბალ ფასად Shell-ისა და Mobil-ის სატვირთო ძრავის ზეთები "თეგეტა ბიზნესისგან"

news image

ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი მიმართულების „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანიაში კორპორაციული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება იწყება. ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ სატვირთო და კომერციულ ტექნიკას, პრემიუმ ხარისხის Shell-ისა და Mobil-ის ზეთებს „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სააქციო ფასად შეიძენენ:

  • Shell Rimula & Mobil Delvac-ის 15W40 სიბლანტის ძრავის ზეთი - 1 ლიტრი 8.5 ლარ
  • Shell Rimula & Mobil Delvac-ის 10W40 სიბლანტის ძრავის ზეთი - 1 ლიტრი  11 ლარი

 

შეთავაზება სრულად მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ოპერაციული ხარჯების შემცირებით მათი ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „თეგეტა ბიზნესის“ ინიციატივა 10 ივნისიდან შევა ძალაში და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ბიზნესებმა შეძლონ სტაბილურად ფუნქციონირება და ამ ინიციატივის ამოსავალი წერტილი სწორედ ჩვენი კორპორაციული მომხმარებლები არიან. ბაზრის შესწავლის შემდეგ პირველი შეთავაზებისთვის სატვირთო და სპეციალური ტექნიკის ძრავის ზეთები შევარჩიეთ. ინიციატივა „თეგეტა მოტორსის“ მრავალწლიანი პარტნიორების, Shell-ისა და Mobil-ის, ჩართულობით დამუშავდა და მომზადდა. მსოფლიო ბრენდები სრულად იზიარებენ ჩვენს წამოწყებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და პროცესში ერთვებიან. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ბიზნესმომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ, რაც მათ არა მხოლოდ ხარჯების ოპტიმიზაციაში, არამედ ტექნიკის ხანგრძლივ მუშაობასა და ბიზნესის უწყვეტად წარმოებაში დაეხმარება.

ეს არის პირველი ნაბიჯი იმ წამოწყებაში, რომელსაც ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში არაერთი შეთავაზება უკვე დამუშავების პროცესშია, მათ შორის არის სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტი თუ მაღალი სტანდარტის სერვისი, რომლის მიღებაც ჩვენს ფილიალებშია შესაძლებელი. 

გვჯერა, რომ ასეთ მხარდაჭერას რეალური ეფექტი ექნება ბაზარზე, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“.

სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სატვირთო და კომერციული ტექნიკის მფლობელები პრემიუმ ხარისხის პროდუქციას მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძენენ. 

უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდები, Shell და Mobil, ძრავის ზეთების ბაზარზე ლიდერის პოზიციას წლებია, ინარჩუნებენ. 

ბრიტანული ბრენდი Shell მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად მიიჩნევა. Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL - ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში, რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. 

ამერიკული ბრენდის, Mobil-ის, პროდუქციის ხარისხი დამტკიცებულია როგორც ლაბორატორიულად, ისე მილიარდობით კილომეტრის პრაქტიკული გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Mobil-ის ზეთები გამოირჩევა მაღალი თერმული სტაბილურობით, რაც უზრუნველყოფს ძრავის დაცვას მაღალი ტემპერატურების პირობებში.

უახლოეს პერიოდშითეგეტა მოტორსიშეთავაზებების პაკეტს კიდევ უფრო გააფართოებს და მოიცავს ყველა სახის ტექნიკას, საავტომობილო პროდუქტებს როგორც მძიმე და სპეციალური ავტოტრანსპორტის, ისე მსუბუქი მანქანებისათვის, ასევე თანამედროვე დანადგარებსა და ინსტრუმენტებს - ყველაფერს, რაც საავტომობილო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული

ახალი მიმართულებათეგეტა ბიზნესიკორპორაციული მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი და მათი მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მთავარი ფოკუსი იმ ბიზნესკომპანიებზეა, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანად მართვა.

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნიან ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია. შედეგად, საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია ადასტურებს ახალი წამოწყების მთავარ მიზანს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესებს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესი
image „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

11.07.2025.13:39

თეგეტა მოტორსის სწრაფი სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სწრაფი სერვისი გულისხმობს ძრავის ზეთის, ასევე აკუმულატორის 20 წუთში, ხოლო საბურავის უპრეცედენტოდ მცირე დროში შეცვლას.

მომხმარებელმა სასურველი მომსახურების მისაღებად მარტივად, მხოლოდ ქოლცენტრში უნდა დარეკოს ნომერზე: 032 226 44 44.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა  მოტორსი“ გამუდმებით ქმნის სტანდარტს, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის ფლობას მაქსიმალურად გაუმარტივებს. სწორედ მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ დავნერგეთ სერვისი, რომელიც სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეამცირებს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორისა და ზეთის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო საბურავისა - უპრეცედენტოდ მცირე დროში. 

სასურველი პროდუქტისა და სერვისის შერჩევა დისტანციურად, მხოლოდ ერთი ზარით არის შესაძლებელი, სხვა ყველა დეტალს კი ქოლცენტრის ოპერატორი  აგვარებს. სწორედ მომსახურების ამ განახლებულმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეზოგა მომხმარებლის დრო.

სიახლე თავდაპირველად უნივერსიტეტის #6-ში მდებარე ფილიალში დავნერგეთ. მიდგომამ გაამართლა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომსახურების განახლებული სტანდარტი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში გაგვეხადა ხელმისაწვდომი“.

სწრაფი სერვისის მიღების პროცედურა მარტივია: ქოლცენტრში დარეკვის შემდეგთეგეტა მოტორსისქოლცენტრის ოპერატორი მომხმარებელს დისტანციურად შეურჩევს საჭირო პროდუქტს, რომლის ღირებულების დაფარვა, ციფრული გადახდის სისტემით, ასევე დისტანციურად არის შესაძლებელი. ბოლოს კი მისთვის სასურველ დროს ჩაწერს შესაბამის სერვისცენტრში, სადაც სულ რაღაც 20 წუთში მიიღებს მომსახურებას.

თეგეტა მოტორსისფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით მზად არის, მიიღოს მომხმარებელი და ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისი უპრეცედენტოდ მცირე დროში შეასრულოს.

თეგეტა მოტორსისსწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, „თეგეტა მოტორსის“  ფილიალების სამუშაო საათებში. რაც შეეხება თბილისს, უნივერსიტეტის ქუჩის სერვისცენტრს, აქ მომსახურების მიღებას მომხმარებელი გახანგრძლივებული დროით -  21:00 საათამდე შეძლებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა