მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

news image

Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდის პრონგოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.

საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში პროგნოზის გადახედვის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მონაცემებია დასახელებული - Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.

ამასთან, Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება; ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს; საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესი
image Galt & Taggart-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

03.07.2025.15:51

Galt & Taggart-მა საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ ზრდის პრონგოზს ზრდის მიმართულებით გადახედა.

საინვესტიციო ბანკი 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა, უახლესი შეფასებით, 7.5%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში პროგნოზის გადახედვის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მონაცემებია დასახელებული - Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, რაც წინა თვის ზრდის ტემპს შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში რეალური მშპ-ს ზრდამ წლიურად 8.8%-ს მიაღწია. მაისის ზრდა განპირობებული იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, წარმოების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მშენებლობის სექტორებში აქტივობით, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლება დაფიქსირდა.

ამასთან, Galt & Taggart-ის მოლოდინით: 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება; ეროვნული ბაკნი რეფინანსირების განაკვეთს წელს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს; საშუალო კურსი დოლართან 2.78 ლარი იქნება; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა