მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

Driving Excellence - „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა

news image

კომპანიის საქმიანობა, მართვის პრაქტიკა და სრული ფინანსური მაჩვენებლები, - „თეგეტა ჰოლდინგმა“ პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა.საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დოკუმენტი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და ჰოლდინგის პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებასა და კორპორაციულ კულტურას უსვამს ხაზს. 

პრეზენტაცია „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრის კონცეპტუალურ სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ჰოლდინგის მენეჯმენტი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. 200-გვერდიანი დოკუმენტი ღონისძიების წარმომადგენლებს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გააცნო.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ პირველი წლიური ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრესს, სტრატეგიასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თანამშრომლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების წინაშე გვაქვს.

ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, მკაფიოდ ვაჩვენოთ, სად ვდგავართ დღეს და რა გზით ვვითარდებით. ის მოიცავს დეტალურ ანალიზს ჩვენი ბიზნესის დინამიკის, ქართულ და რეგიონულ ეკონომიკაში „თეგეტას“ როლის, ასევე ინოვაციური პროექტებისა და ახალი თანამშრომლობების შესახებ, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ.

ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი - სტანდარტი, რომელიც ემყარება გამჭვირვალობას, კორპორაციული მართვის კულტურასა და მუდმივ განვითარებას.

ჩვენ ვაგრძელებთ ნდობის განმტკიცებას, რომელიც გვაკავშირებს ჩვენს გუნდთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, აერთიანებს 35-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, ჰყავს 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციული მომხმარებელი. საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშში კომპანიამ დაინტერესებულ პირებს მომხმარებელთა და დაკავშირებულ მხარეთა კმაყოფილების კვლევის შედეგები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსმა 96% შეადგინა. 

დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი გასული წლის ფინანსური მაჩვენებლებიც. კომპანიის შემოსავალი 2024-ში 19%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. ჰოლდინგის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 125 მილიონს გადააჭარბა.

მკვეთრად გაფართოვდა ჰოლდინგის ბიზნესპორტფელი ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Bentley, Lamborghini, ასევე ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr. 

2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. აშენდა ახალი სერვისცენტრები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისათვის. გეზის ეკონომიკურ ზონაში განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეულია კომპანიისთვის და MAN-ის „A+“ სერტიფიკატს ფლობს. 

გასულ წელს  „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოში პირველი  მულტიბრენდული შოურუმი გახსნა. ის Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს.  

წლიურ ანგარიშში კომპანიის საერთაშორისო ექსპანსია და რეგიონებში „თეგეტას“ საქმიანობაც მოხვდა. 2024 წელს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, გაფართოვდა რეგიონული თანამშრომლობა Mazda-სთან და კომპანია იაპონურ ბრენდს  სომხეთის ბაზარზეც წარმოადგენს. წელი წარმატებული იყო კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც -  „თეგეტა“ სომხეთსა და აზერბაიჯანში Renault Trucks-ის ოფიციალური დილერი გახდა. გაყიდვების პორტფელში პირველად დაფიქსირდა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია თურქმენეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე.  

როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო 2024 წელსაც. „თეგეტა“ ერთადერთი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა და 2024 წელს სტრატეგიით გაწერილი  მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. 

ახალი სტანდარტის დანერგვით „თეგეტა“ არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობაში ამკვიდრებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კულტურას, არამედ საავტომობილო სექტორს აძლევს მაგალითს პასუხისმგებლობიანი ბიზნესის წარმოების მიმართულებით. 2025 „თეგეტასთვის“ საიუბილეო წელია — ჰოლდინგი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ მნიშვნელოვან თარიღს ახალი სტანდარტებითა და ამბიციური გეგმებით ხვდება. 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა

27.04.2026.18:32

ავტოპარკის მართვის თანამედროვე მოდელი და ბიზნესისთვის ოპტიმალური, 360-გრადუსიანი მომსახურება - „თეგეტა ჰოლდინგმა“ სადისტრიბუციო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სპეციალურ ღონისძიებაზე უმასპინძლა. თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ, სტუმრები როგორც სადისტრიბუციო ბიზნესიდან, ისე საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიდან - ისინი, ვინც საკუთარი საქმიანობისათვის სხვადასხვა ტიპის ავტოპარკს იყენებენ. 

ღონისძიების ფოკუსში იყო ფლიტ მენეჯმენტი - მომსახურება, რომელიც ბიზნესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. „თეგეტამ“ ბიზნესის წარმომადგენლებს სერვისის ის კომპლექსური მოდელი გააცნო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი პროფესიონალთა გუნდს გადააბაროს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი შეთავაზების მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობა და უწყვეტობაა: „თეგეტას“ აქვს რესურსი, სრულად უზრუნველყოს ნებისმიერი ტიპის ავტოპარკის მიწოდება და მისი შემდგომი ოპერაციული მართვა, იქნება ეს მსუბუქი კორპორაციული ავტომობილები, მცირე სადისტრიბუციო მანქანები, კომერციული თუ მძიმე სატვირთო ტექნიკა. ბიზნესს ვთავაზობთ სრულ ეკოსისტემას, სადაც ყველა პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას - ავტომობილის შერჩევიდან დაწყებული, მისი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით დასრულებული. 

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტოპარკის ხარჯები საოპერაციო დანახარჯების 35%-მდეც კი აღწევს. ჩვენი მიზანი კი ამ პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაციაა. ყველა პროცესი გამჭვირვალე და პროგნოზირებადია. შედეგად, ბიზნესი იღებს არა მხოლოდ სერვისს, არამედ მზა გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო, ფინანსები და მთელი რესურსი თავიანთი ძირითადი საქმიანობისკენ მიმართონ“.

ღონისძიება „თეგეტა ლიზინგთან“ და „თიბისი ლიზინგთან“ პარტნიორობით შედგა. სერვისცენტრში შეკრებილებს სალიზინგო პროდუქტებიც გააცნეს. 

პრეზენტაციების შემდეგ კი სტუმრებმა გეზის ფილიალის იმ სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც სადისტრიბუციო და სასაწყობე ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის იყო Farizon-ის ელექტრიფიცირებული კომერციული ტექნიკა. ჩინური ბრენდი „თეგეტას“ პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა და პირველია საქართველოში, რომელიც ბიზნესს სპეციალიზებულ ელექტრომობილებს სთავაზობს, როგორც პიკაპებსა და ფურგონებს, ისე სატვირთოებს, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული სამაცივრე სისტემებია დამონტაჟებული. 

ექსპოზიციისთვის გამოყოფილ ნაწილში ასევე განთავსებული იყო სასაწყობე მეურნეობისათვის საჭირო სრული აღჭურვილობა და „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტომწარმოებლების ტექნიკის ფართო არჩევანი , მათ შორის MAN, HINO, Mitsubishi Fuso და FAW-ის სატვირთოები. ღონისძიების მონაწილეებს ტესტდრაივის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ბექა ბერიძე„თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი„ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ტექნიკას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილობას. სწორედ ამ პრინციპით პოზიციონირებს „თეგეტა“ და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, რაც უპირველესად ბიზნესის უწყვეტობას გულისხმობს. MAN-ის ოფიციალური სერვისცენტრი, სადაც სტუმრები მოვიწვიეთ, ვქმნით გარანტიას, რომ მათთვის საჭირო ტექნიკა ყოველთვის გამართული იქნება, ხოლო გეგმური ან არაგეგმური სერვისის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას ჩავანაცვლებთ, რათა საქმიანობა კომპანიებმა შეუფერხებლად წარმართონ. 

გარდა ამისა, პარტნიორებს ვთავაზობთ PPK მოდელს, რაც საბურავების ხარჯის განვლილ კილომეტრზე დაანგარიშებას გულისხმობს. ეს კი საშუალებას აძლევს ბიზნესს, გამოიყენოს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მეტი ეფექტიანობა და, ამავდროულად, ზუსტად მართოს საოპერაციო ბიუჯეტი. ჩვენ ვითვლით ფლობის ჯამურ ღირებულებას და ბიზნესს მომსახურების ისეთ მოდელს ვაწვდით, რა დროსაც მომხმარებელი ფიქსირებულ ყოველთვიურ საფასურს იხდის, ხოლო ტექნიკის სრულ გამართულობაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“. 

ავტოპარკის მართვის პროცესს „თეგეტა“ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითაც აძლიერებს. ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით, კომპანია ეფექტიანად აკონტროლების ავტოფლოტის გადაადგილებასა და საწვავის რესურსს, რაც მართვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის. სერვისების სრულ მენეჯმენტთან ერთად, „თეგეტა“ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორები მძღოლებით მომსახურებითაც უზრუნველყოს. 

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ფლიტ მენეჯმენტი ქართული ბიზნესის საოპერაციო კულტურაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე აპრობირებული და კარგად გამოცდილი საერთაშორისო მოდელის დანერგვა „თეგეტას“ პრიორიტეტია. ამჟამად ჰოლდინგის ამ კომპლექსური სერვისით უკვე 54 კორპორაციული მომხმარებელი სარგებლობს. 

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა