ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარ ჯორჯია“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის
ავტოგაქირავების კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობას აფართოებს. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარი“ ავტოპარკის სრულ მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას და ენერგეტიკის სფეროში უმსხვილეს ინვესტორს 75 ავტომობილს გადასცემს. Toyota Hilux-ის მოდელებს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად მიიღებს. პირველ ეტაპზე 11 ავტომობილის მიწოდებაა გათვალისწინებული. დამკვეთი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რასაც „თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანია „ევროპქარ ჯორჯია“ კორპორაციულ მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში სთავაზობს.

ნინო პატარაია, „ევროპქარ ჯორჯიას“ საოპერაციო დირექტორი: „ევროპქარ ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. 5-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვიღებთ ვალდებულებას, 75 მანქანით დაკომპლექტებული ავტოპარკი სრულად ვმართოთ - ყოველ სამ თვეში შევამოწმოთ ავტომობილების მდგომარეობა, გავუწიოთ სათანადო სერვისი და ყველა საჭირო დეტალზე ვიზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგი შესაძლებლობას ქმნის, კომპანიამ უფრო ეფექტიანად მართოს როგორც შრომითი რესურსები, ისე საოპერაციო ხარჯები და საქმიანობა უწყვეტად, შეუფერხებლად წარმართოს. მთელ ამ პროცესში, ცხადია, ზურგს გვიმაგრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მრავალმხრივი პორტფელი, 30-წლიანი გამოცდილება სერვისში და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვფიქრობთ, საოპერაციო ლიზინგი სტრატეგიულად მოგებიანი გადაწყვეტაა კომპანიებისათვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის საავტომობილო ინდუსტრია.
დარწმუნებულები ვართ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზთან“ თანამშრომლობის ახალი ეტაპი წარმატებული და ეფექტიანი იქნება“.
„სოკარ ჯორჯია გაზს“ „ევროპქარ ჯორჯია“ ავტომობილებს ეტაპობრივად გადასცემს. პროცესი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.

მარიკა ჯაფარიძე, „სოკარის“ მთავარი იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, „ევროპქარ ჯორჯიას“ შერჩევა შესაბამისად გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა. „ევროპქარ ჯორჯიას” მიერ შემოთავაზებული პირობები სრულად მისაღები აღმოჩნდა „სოკარჯორჯია გაზი“-სთვის, რომელიც გათვლილია დამკვეთის სრულ კომფორტზე. „ევროპქარ ჯორჯიას“ გუნდი ისეთ დეტალებზეა ორიენტირებული, რაც ჩვენს თანამშრომლობას გვჯერა, რომ ნაყოფიერს გახდის”.
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, ავტომობილის ფლობისაგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი ხარჯებისაგან დაცვის გარანტიას ქმნის. აღარ არის აუცილებელი ერთჯერადი მსხვილი ინვესტიცია, ტექნიკური პერსონალის დაქირავება მუდმივი ზედამხედველობისთვის და სარემონტო სერვისი. საოპერაციო ლიზინგი ამ პროცესს სრულად ანაცვლებს და ბიზნესს სთავაზობს:
„ევროპქარ ჯორჯიაში“ აღნიშნავენ, რომ საოპერაციო ლიზინგზე ბოლო წლებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც მონაცემებიც ადასტურებს - ამ მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში „ევროპქარ ჯორჯიას“ ყოველწლიურად 30%-იანი ზრდა აქვს. ამჟამად კომპანიას 500-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს იჯარით გაცემული და არაერთ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობს.
„ევროპქარი“ უკვე სომხეთის ბაზარზეა, ასევე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთში და რეგიონის ქვეყნებს ავტომობილების გაქირავებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს.
--
ფრანგული კომპანია Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც გასულ წერს ესპანური ბრენდი Goldcar-იც დაიმატა. კომპანია ორივე საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
სხვა სიახლეები
„თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
13.02.2026.14:29
• ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარს აჭარბებს
„თეგეტა მოტორს ბაქომ“ და Tegeta Construction Equipment-მა, რომელიც ბრიტანული ბრენდის JCB-ს რეგიონული წარმომადგენელია, აზერბაიჯანი მსოფლიო მწარმოებლის ტექნიკით მოამარაგეს. ორ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად ქვეყანაში 100 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შევიდა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს სცდება, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს. უმაღლესი ხარისხის ექსკავატორ-დამტვირთველები და მუხლუხა ექსკავატორები აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების განვითარების პროცესში უკვე ჩაერთო. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“ კავკასიის რეგიონში ექსკავატორ-დამტვირთველების რეალიზაციის კუთხით ბაზრის 50%-იან წილს ფლობს, ხოლო უშუალოდ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 60%-ს სცდება.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ამ მასშტაბის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შესაბამისად, აზერბაიჯანს მკაცრი პირობები და შემჭიდროებული ვადები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის პერიოდში 100 ერთეული ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენს პარტნიორ JCB-სთან ერთად წარმატებით ვმართეთ სრული ლოგისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, ტექნიკური გამართვით დასრულებული. შეირჩა ისეთი სპეციფიკური კომპლექტაცია, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამუშაო გარემოსა და რელიეფს.
JCB-ს ტექნიკა ინოვაციური ტელემატიკური სისტემებით არის აღჭურვილი, რაც სატრანსპორტო საშუალებების სრულ დისტანციურ მონიტორინგსა და სამუშაოების უწყვეტობას განსაზღვრავს. შედეგად, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზება შევძელით და ისეთი პროექტის აღსრულებაში ჩავერთეთ, რომელიც მეზობელი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალზე პირდაპირ აისახება. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ მყარ პოზიციას რეგიონში და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ იჩენენ”.

სპეცტექნიკის მიმართულებით რეკორდული მოცულობის პროექტის ფარგლებში, მიწოდების პროცესი Tegeta Construction Equipment-მა გასული წლის დეკემბერში დაასრულა. თითოეული ერთეული მანქანა აღჭურვილია უნიკალური JCB Live Link ტელემატიკური სისტემით, რაც სამელიორაციო კომპანიას ავტოპარკის ციფრული მართვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული სისტემის დახმარებით ექსკავატორ-დამტვირთველებისა და მუხლუხა ექსკავატორების მთელი ფლიტი რეალურ დროში კონტროლდება. მათ შორის, ტექნიკური გამართულობა, ოპერატორების მუშაობის ხარისხი, საწვავის ხარჯი თუ გადაადგილების ტრაექტორია. ამ პროცესს, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, Tegeta Construction Equipment-ის Live link Uptime ცენტრიც აკვირდება, საიდანაც ტექნიკის მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. ნებისმიერი მცირე შეფერხების შემთხვევაშიც კი რეაგირება მყისიერია, რაც ტექნიკის გაჩერების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებითი გარანტიაა მობილური ჯგუფების მომსახურება. TGM Baku-ს 5-ზე მეტი საველე ტექნიკური გუნდი 24/7-ზე რეჟიმში ოპერირებს. შედეგად, კომპანია არა მხოლოდ ტექნიკის მიწოდებას, არამედ ფლიტის სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JCB, როგორც ბრენდი, რომელმაც 1953 წელს უნიკალური და უნივერსალური პროდუქტი - ექსკავატორ-დამტვირთველი შექმნა, გლობალური ბაზრის წილის თვალსაზრისით მსოფლიო ლიდერობას კვლავაც ინარჩუნებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკას, რომელშიც დანერგილია ინოვაციური და მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებზეც არაერთი პატენტის მფლობელი სწორედ JCB-ა. კონკურენტებთან შედარებით, ბრიტანული პრემიუმ ხარისხის ტექნიკა 15-20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან ერთად, გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და სამუშაოებს 20-25%-ით უფრო სწრაფად ასრულებს. რაც შეეხება გამძლეობას, სპეცტექნიკის სრული რესურსი, სერიოზული შეფერხების გარეშე, მინიმუმ 10 000-საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.
კავკასიის რეგიონში პოზიციების მუდმივი გაძლიერებითა და ინოვაციური სერვისების დანერგვით Tegeta Construction Equipment განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროგრესის მხარდაჭერას და მზად არის, კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევები მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს, ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.