საბაჟო საწყობის სტატუსის მქონე, სარკინიგზო ხაზით საზღვაო პორტებთან დაკავშირებული, თანამედროვე, ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, თბილისი დრაი პორტი რომელიც ოპერაციებისთვის მზად 2025 წლის იანვრიდან იქნება, დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებელთა ბაზრებთან აკავშირებს ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა, როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით.
AD Ports Group-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისის მშრალი პორტის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ, რის შედეგადაც ჯგუფი გახდა 60%-იანი წილის მფლობელი და მაჟორიტარი პარტნიორი. ახალი ლოგისტიკური ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.
უახლესი