სახელმწიფო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 2621.00 კვ.მ. და 573.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ყიდის. ლოტის საწყისი ღირებულება 601 000 ლარია და მისი გასხვისება 16 აგვისტოს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
საპრივატიზებო ობიექტზე ს.კ. N72.16.43.056 გადის სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.
საპრივატიზებო ობიექტზე ს.კ. N72.16.43.056 განთავსებულია საკანალიზაციო ჭა.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე გადის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემი“–ს საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი).
უახლესი