საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უახლესი
3 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა