21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ტრანსფერმარკეტის მიმდინარე ინფორმაციის თანახმად, სადაც დეტალურად არის შეფასებული ნაკრების ფეხბურთელთა ღირებულება პოზიციების მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს მცირედით აღემატება (ტრანსფერმარკეტის თავდაპირველ შეფასებას ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გამოაკლდა).
უნდა აღინიშნოს, რომ აღნისნული ღირებულებიდან მხოლოდ საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილის შემდგომ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი საბა საზანოვია, მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება კი 2-2 მილიონი ევროა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
უახლესი
1 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა1 საათის წინ
ჩინეთიდან იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს