დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ვმართოთ ავტოპარკი მარტივად - რას სთავაზობს GEOGPS-ი ლოგისტიკურ კომპანიებს

როგორ ვმართოთ ავტოპარკი მარტივად - რას სთავაზობს GEOGPS-ი ლოგისტიკურ კომპანიებს

19-07-2023 13:04:55

ციფრული ტექნოლოგიების კომპანია GEOGPS-ი/ჯეოჯიპიესი - 2002 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომელიც სადისტრიბუციო, ლოგისტიკურ, სასოფლო-სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკული, სალიზინგო, სამშენებლო, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მომუშავე კომპანიებს ემსახურება.

„კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ავტოპარკისა და საწვავის ონლაინ რეჟიმში მონიტორინგს საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 24/7 ზე. ჩვენი ვებპლატფომითა და აპლიკაციის მეშვეობით ავტომანქანის მფლობელს საშუალება აქვს აკონტროლოს მანქანის გადაადგილება, სიჩქარე, მარშრუტი, ადგილმდებარეობა, ტემპერატურა მანქანა მაცივარში და საწვავის საწყისი დონე/მოხმარება/ამოსხმა. მას ასევე შეუძლია, როგორც ძრავის დისტანციურად გათიშვა ასევე მძღოლის იდენტიფიცირება“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს კომპანიის წარმომადგენელმა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა ავტოპარკის საწვავის კონტროლის სერვისზეა. „ავტოპარკის საწვავის კონტროლის მიზნით, შეიქმნა საწვავის დონის მზომი, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც 'LIVE' რეჟიმში, ასევე 1 წლის განმავლობაში საწვავის პარამეტრებზე. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის საწვავის მონიტორინგზე, რომლის არსებობის შემთხვევაში ავტოპარკის მენეჯერს შეუძლია შეამციროს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა 100% ით“.

როგორ უნდა მიიღოს მომხმარებელმა ეს სერვისი?

როგორც კომპანიაში განმარტავენ GPS მოწყობილობა არის იდეალური პროდუქტი ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თვალი ადევნონ თავისი კუთვნილი მანქანების გადაადგილებას.

„GPS მოწყობილობა განკუთვნილია იმ ხელმძღვანელებისთვის, ვისაც სურს მართოს ავტოპარკი და გაზარდოს უსაფრთხოების ხარისხი. მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილებები მთლიანი ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებით ანალიტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც აგენერირებს ჩვენი პლატფორმა.

ჩვენი კომპანიის სერვისის სარგებლობის შედეგად, ავტოპარკის მფლობელს შეუძლია გაფილტროს თანამშრომლის სამუშაო და არასამუშაო საათები და ამით შეამციროს ავტომანქანის არამიზნობრივად გამოყენება. შეამციროს საწვავის მოხმარება და თავიდან აიცილოს საწვავის მოპარვის რისკი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სერვისებით სარგებლობა მაქსიმალურად ზრდის თანამშრომლების დავალების შესრულების ხარისხს და მათ ეფექტიანობას. ჩვენი დამკვეთები არიან კომპანიები, რომლებიც სადისტრიბუციო, ლოჯისტიკური, სასოფლო-სამეურნეო, საბანკო, სამშენებლო, ფიჭური კავშირგაბმულობის, საფოსტო, წყალმომარაგების, ენერგეტიკული, სალიზინგო, სამშენებლო, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში ოპერირებენ. ასევე, ყველა ის პირი თუ კომპანია, ვისაც ჰყავს მსუბუქი თუ მძიმე ტექნიკა.“, - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენციას - GEOGPS-ში აცხადებენ, რომ კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალია.

„პროდუქტები მუდმივად ვითარდება, ამიტომ აუცილებელია რომ ამ მოვლენებს ფეხი აუწყო და არ ჩამორჩე. მომხმარებელს შესთავაზო ყველა ის ახალი სერვისი რასაც დანერგავ“ .

რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ სიახლეებს, GEOGPS-ი წელსაც განაგრძობს ახალი პროდუქტების დანერგვასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას ავტოპარკის მართვის მიმართულებით.

„ამოსავალი წერტილი არის, რომ ავიღოთ ყველაზე რთული პრობლემები, რომლებიც ავტოპარკის მართვისას იჩენს თავს და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გავუკეთოთ ავტომატიზაცია, დავაგენერიროთ დატა, ანალიტიკა, რათა გადაწყვეტილებები იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, ხოლო აღსრულებისას ბევრი დრო არ დავკარგოთ, რადგან პროცესების ავტომატიზაცია არის შესაძლებელი“,- აცხადებენ კომპანიაში.

GEOGPS-ში დასაქმებულია 50 ადამიანი, თუმცა თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები