დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ჰიდროელექტროსადგური შევიდა 2022 წელს ექსპლუატაციაში - პრემიერის განმარტება

რამდენი ჰიდროელექტროსადგური შევიდა 2022 წელს ექსპლუატაციაში - პრემიერის განმარტება

30-06-2023 13:02:54

შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია  350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.

„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე - 3000 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს.

ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები