დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მიმართულებებზე შემცირდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

რა მიმართულებებზე შემცირდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

11-08-2023 14:00:31

ივლისში ივნისთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 0,4%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია, ზრდის მიმართულებით, შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (1,2%) და დასვენება, გართობა და კულტურა (1,1%).

საქსტატის მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით უფრო მეტი მიმართულების HICP შემცირდა ვიდრე გაიზარდა.

ერთ თვიან სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი შემცირდა:

  • ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - 3.0%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.2%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 0,9%
  • ჯანმრთელობის დაცვა - 0.6%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 0.4%
  • კავშირგაბმულობა - 0.4%
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 0.3%

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები