VIP ზონაში ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთის სტანდარტული ფასი 1450 ლარია. სპეციალური ფასი კი 1015 ლარია.
თიბისი კონცეფტის, Starring Georgia-ს და VISA-ს ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს 15-18 ივნისს VIP ზონაში ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ.
VIP ზონაში ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და ერთი ადამიანი, მხოლოდ 4 ბილეთის შეძენას შეძლებს.
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს, ლეგენდა - Bruno Mars-ი ეწვევა.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars-ი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.
პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა.
ბილეთების შეძენა 20 ივნისის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
„Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან საქართველოს ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream“,-აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
1 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა1 საათის წინ
ჩინეთიდან იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს