პრიმოს მხარდაჭერით, პორშე ცენტრი თბილისმა More Luxury კონცეფციით, მესამე თაობის Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა.
ახალი შესაძლებლობები, უსასრულო კომფორტი და დახვეწილი დიზაინი, პორშემ ახალი თაობის Cayenne - ი თბილისში ოპერისა და ბალეტის სცენაზე წარადგინა.
,,Further together — ეს არის ახალი Porsche Cayenne-ის მთავარი მესიჯი, რომელიც მის ისტორიასა და მომავლის ხედვებს აერთიანებს.,, განაცხადა პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ ხოსროშვილმა.
ვიდეო და აუდიო ინსტალაციების ფონზე შექმნილ შთამბეჭდავ სანახაობას „პორშე ცენტრი თბილისის“ ბიზნესპარტნიორები, პორშეს საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლები და მფლობელები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით საგანგებოდ, Porsche Cayenne-ის პრეზენტაციისათვის შექმნილი კომპოზიცია შეასრულა პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ჩელისტ ლიზი რამიშვილთან ერთად.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი