ტექნოლოგიურ სფეროში არსებული შესაძლებლობები და მომავლის პროფესიები - ამ თემაზე რე:ინვენთის დამფუძნებელმა პავლე მგელაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებთან შეხვედრაზე საუბარი ტექნოლოგიურ განათლებას, „სოფთვეარ“ სერვისებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეეხო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბრიდან, რე:სქულის ფილიალი, უკვე ბათუმში ფუნქციონირებს.
უახლესი